უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივლისი, 2018 15:10
font-size

მცხეთაში უძველესი კრამიტსამარხი აღმოაჩინეს

მცხეთის ძველი კინოთეატრის არსებული შენობის ბაზაზე მშენებარე არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კრამიტსამარხი გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდერობის დაცვის ეროვნული სააგენტო იუწყება.

„მცხეთის ძველი კინოთეატრის არსებული შენობის ბაზაზე მშენებარე არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კრამიტსამარხი გამოვლინდა, რომელიც, სავარაუდოდ, გასულ საუკუნეში უცნობი დანიშნულების შენობის აგებისასაა დაზიანებული. ქვაბულის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში (ისტორიული კარიბჭის მარცხენა კურტინის გასწვრივ) დაფიქსირდა დამტვრეული, ძირითადად ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის საკმაოდ მძლავრი, დაახლ. 1,4 -1,6 მ. სიმაღლის ფენა. აღნიშნულ კრამიტყრილს, მკვლევარები გასული საუკუნის 60-იან წლებში განხორციელებული არქეოლოგიურ გათხრებს უკავშირებენ, რომლის დროსაც გამოვლინდა დიდი მცხეთის ახ. წ.V-VI სს. კარიბჭე.

სპეციალისტების მოსაზრებით, ახლადგამოვლენილი არქეოლოგიური ფენის ადგილი, რომელიც ახ. წ. VI საუკუნის კარიბჭემდე დიდი მცხეთის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ უბანს წარმოადგნედა, სამომავლო გაწმენდასა და სამეცნიერო შესწავლას საჭიროებს.

არქეოლოგიური მუზეუმის სარეკონსტრუქციო მოედანზე საველე არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე წარიმართება. პროცესის ფარგლებში მოძიებული კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ღირებული არტეფაქტები კი, მათი საზღვრების, ფუნქციისა და თარიღის მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრის შემდეგ, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში შეინახება.

არქეოლოგების მოლოდინით, საკვლევ ტერიტორიაზე მაღალი ალბათობით დიდი მცხეთი ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს გამოვლენილი არტეფაქტების მსგავსად, ძვ. წელთაღრიცხვის I და ახ. წელთაღრიცხვის I-III და IV-V საუკუნეების არქეოლოგიური ობიეტქები და ნაშთები აღმოჩნდება“, - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ახალი არქეოლოგიური ობიექტი და მცხეთის ძველი კინოთეატრის შენობა, რომლის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტირების პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ სამუშაო ჯგუფთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა.

„მცხეთის ძველი კინოთეატრის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტირების პროცესი ამ ეტაპზე არსებული შენობის გამაგრებასა და გადაგეგმარებას მოიცავს. არსებული პროექტი მასში მუზეუმის ადმინისტრაციის განთავსებას, სამუზეუმო საცავების, მუზეუმის მიმღების, საგამოფენო დარბაზის, საკონფერენციო სივრცის, კაფეს, სველი წერტილებისა და დამხმარე სასაწყობე სათავსების მოწყობას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურულად, ახალი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია გარე განათებებით, რეაბილიტირებული აუზით, გამწვანებითა და ავტოსადგომებით კეთილმოეწყობა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ შენობაში 2019 წლიდან განთავსედება, სადაც ეროვნული მუზეუმის საცავებში და მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში შენახული 23 ათასი ერთეული არტეფაქტისაგან შემდგარი კოლექცია დაიდებს ბინას.

ახალი მუზეუმის პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით მომზადდა, გაერთიანებული ერების მეცნიერების, განათლებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) შეთანხდა და ის მუზეუმოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს. პროექტი კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ არქიტექტორ ზაზა იაშვილის ავტორობით მოამზადა.

მცხეთის ძველი კინოთეატრის მუზეუმად რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ჯამური ღირებულება 7 მილიონ 250 ათას ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ფიზიკურ სამუსაოებს კი კომპანია „ჯავა“ მოგებული ტენდერის საფუძველზე ახორციელებს“, -ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2025 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო. დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის&l

საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს

14 ნოემბერი, 2025 , 15:54

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულებმა – მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, რომლებმაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულე

15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

14 ნოემბერი, 2025 , 15:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმაც, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა

14 ნოემბერი, 2025 , 15:27

ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა - ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რ

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

14 ნოემბერი, 2025 , 15:03

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებ

საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს

14 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფ