უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აპრილი, 2017 12:50
font-size

მცხეთის საკრებულოს წევრები მოითხოვენ, ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი დარჩეს

ქალაქ მცხეთის საკრებულოს წევრები ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

საკრებულოს წევრები ფიქრობენ, რომ ქალაქების კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება დემოკრატიული პროცესებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მათივე თქმით, ქალაქ მცხეთას საკუთარი თვითმმართველობა უნდა მართავდეს და მიმართავენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოთხოვნით, რომ არ მოხდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანება.

"აქ საქმე არ ეხება მხოლოდ 7 თვითმმართველი ქალაქის თემებთან გაერთიანებას, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით უკანგადადგმული ნაბიჯია. მცხეთა, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობისა და მართმადიდებლობის საწყისი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის რანგშია აყვანილი. შესაბამისად მის მართვას, განსაკუთრებული სპეციფიკა და საერთაშორისო პასუხისმგებლობა გააჩნია. შესაბამისად ჩვენ, საკრებულოს წევრებს, ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ქალაქ მცხეთას უნდა მართავდეს საკუთარი თვითმმართველი ერთეული, რომლის ქმედებებშიც სრულად უნდა იყოს ასახული კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვისა და ქალაქის მდგრადი განვითარების მექანიზმები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე პარლამენტს, მივმართავთ მოთხოვნით, რომ არ მოხდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანება.", - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს წევრები ასევე, მოითხოვენ, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, მცხეთის ჯვარი, მისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვით ზონაში არსებული ტერიტორიებით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცეს.

"მცხეთა, თავისი ურბანული სპეციფიკიდან გამომდინარე, არა მარტო თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოს, არამედ მისთვის უნდა მოქმედებდეს განსაკუთრებული ეკონომიკური რეჟიმიც, რათა კიდევ უფრო მეტი გასაქანი მიეცეს ტურიზმისა და მისი თანმხლები დარგების განვითარებას. ჩვენ მხოლოდ ფინანსურ სიძლიერეზე არ ვართ ორიენტირებული. მოწესრიგებული ქალაქი იქნება მაგალითი იმისა, რომ ჩვენი წარსული კულტურის დიდება დღესაც გრძელდება. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ საზოგადოებად, რომელსაც არა მარტო მსოფლიო მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, არამედ, მის ფონზე, დღევანდელი თვითმყოფადობის წარმატებული მაგალითების წარმოჩინებაც შეუძლია’’, - აცხადებენ საკრებულოს წევრები.

მიმართვას ხელს საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი და წევრები აწერენ.

ნინო ექვთიმიშვილი

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი