უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 ივლისი, 2019 16:25
font-size

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) შეისწავლა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე სესხებთან დაკავშირებული გამოწვევები. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, OECD - მ ითანამშრომლა ქართულ ბანკებთან, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიღებული აქვთ გარემოსდაცვითი საკრედიტო ხაზები საქართველოში.

„დღეს განვიხილავთ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ მიმართულებას - მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობას, რადგან მათ შეუძლიათ ქვეყნის მდგრადი ინკლუზიური განვითარების უზრუნველყოფა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე კუთხით - მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამოქმედდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმი, რომელიც აქტუალური სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება.

„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა გაიზარდოს მათი როლი საქართველოს მწვანე ეკონომიკად ტრანსფორმაციაში. მათთვის უნდა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა და სტიმული, რათა საქმიანობაში მეტი აქცენტი სწორედ მწვანე, ნახშირბადის დაბალ ემისიაზე ორიენტირებული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე გააკეთონ,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე მოხსენება გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, საგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზედგინიძემ, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, OECD - დან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამის EU4Environment - ის ფარგლებში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე