უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2018 12:30
font-size

მწვანე კონცხის დასახლებაში აუქციონზე ნაყიდი ხისთვის დაახლოებით 14 000 ლარი უკვე შეგროვდა - გიორგი ვაშაძე

მწვანე კონცხის დასახლებაში აუქციონზე ნაყიდი ხისთვის დაახლოებით 14 000 ლარი უკვე შეგროვდა, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ იმ ხესთან დაკავშირებით, რომელიც აუქციონზე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 20 020 ლარად შეიძინეს.

„მოსახლეობა საკმაოდ აქტიურობს. ზოგი ერთ ლარს რიცხავს, ზოგი - 10 ლარს, ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს. მთავარი და პრინციპულია, რომ ვაჩვენოთ რეალურად რაც ქვეყანაში ხდება. ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს ხალხის ინტერესებსა და პრობლემებზე. გადართულები არიან ამ ხეების ტარებაზე და ყველა მექანიზმის შექმნაზე, რათა დააკმაყოფილონ ის სურვილები, რომელიც ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ უკვე თანხას შევიტანთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ხე დარჩეს თავის ადგილზე, სადაც 100 წელზე მეტია დგას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, დმანისში ამზომველები უნდა მიიყვანონ და თანხის შეგროვებამდე გაიგონ, თუ რა მდგომარეობაშია მიწის ნაკვეთი, რომელთან დაკავშირებითაც გამოცხადებულ აუქციონში ასევე „დმანისის გარაჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ RMG Gold-მა მოუსმინოს ხალხს, გაითვალისწინოს ადამიანების ინტერესები, არ ანაგვიანებდეს და აბინძურებდეს გარემოს, არ კლავდეს პირდაპირ ხალხს. ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ ოფიციალური რეგისტრაცია უკვე გაიარა და მუშაობას სამი მიმართულებით აგრძელებს.

„პირველი - ისაა, რომ სამართლებრივი სტატუსი მოვიპოვეთ და დღეს უშუალოდ ამ ტერიტორიაზე შევდივართ. იმედია დაუბრკოლებლად შევალთ და დავადგენთ იმ ხარვეზებს, რაც ამ ტერიტორიას ახლავს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სამართლებრივი დავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარევბის სამინისტროსთან, რომელიც ხელს აფარებს RMG Gold-ს. მესამე მიმართულებაა - გარემოს დაცვის სამინისტრო. ძლივს ჩამოვიდა მინისტრი და მათაც აღიარეს, რომ RMG Gold-ის მხრიდან არის დარღვევები, რომლებიც უნდა გამოსწორონ. მთავარია, სამართლებრივი პროცესია დაწყებული RMG Gold-ის წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0614 ლარი გახდა

13 ივლისი, 2020 , 17:22

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0614 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

გელათის ფრესკების დაზიანების გამო, სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა - ანა ნაცვლიშვილი

13 ივლისი, 2020 , 17:11

“სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას გელათის ფრესკების დაზიანების გამო - სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა გელათის გადასარჩენად! -ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს და სა

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება

13 ივლისი, 2020 , 16:40

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების

რუსთავში ხარმა ბავშვებს გადაუარა

13 ივლისი, 2020 , 16:01

რუსთავში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, ხარმა ორი ბავშვს გადაუარა. მცირეწლოვნები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსხვილფეხა საქონელი, სავარაუდოდ, ფერმიდან გაიქცა. ის ხანდაზმულ ქალსაც დ

გიორგი ვაშაძე ავტოიმპორტიორებთან დაკავშირებით მთავრობას 3 მოთხოვნით მიმართავს

13 ივლისი, 2020 , 14:37

დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში, მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რათა შემოვიდნენ ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შ

საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის - ილია მეორე

13 ივლისი, 2020 , 14:21

ჩვენ, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე აწმყოზე და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებულ მფარველობის ქვეშ არის, ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე