უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მარტი, 2017 13:50
font-size

90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს სასაზღვრო სისტემაში - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ აინთება სასაზღვრო სისტემაში წითელი სიგნალი და რეადმისიისთვის საჭირო ღონისძიებები დაიწყება.

სასაზღვრო კონტროლის სისტემაში სპეციალური ცვლილებების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების რეადმისიას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა პრემიერის თქმით, შემდგომში ეს ხარჯი თავად ვადის დამრღვევებს დაეკისრებათ.

„ჩვენ სპეციალურ ცვლილებებს ვახორციელებთ სასაზღვრო კონტროლის სისტემაში. იუსტიციის სამინისტრო, შს სამინისტროსთან ერთად მუშაობს ამ საკითხზე.

მოგეხსენებათ, როდესაც დღეს ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, რომ როდესაც ადამიანი მიემგზავრება ევროპის მიმართულებით, იმ 3 თვის გასვლის შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია უვიზო მიმოსვლის პროცედურებით, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და იუსტიციის და შს სამინისტროს ინფორმირება მოხდება, რომ ესა თუ ის პიროვნება ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში. ამ დროს ჩვენ ცირკულარულად გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან პროაქტიულად დავიწყებთ მოძიებას ამ ადამიანის და მოხდება რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დააფინანსებს ამ ხარჯებს, ხოლო შემდგომში თვითონ ამ ვადის დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი. ანუ 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს სასაზღვრო სისტემაში, დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეხება უვიზო მიმოსვლა და თვითონ ამ ქვეყნის შიდა პროცედურებით დაიწყებენ ამ პირების მოძიებას და მათი რეადმისიის პროცედურას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა და მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მაქსიმალურად იმუშავებს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან, რათა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღოს და შესაბამისად, თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით ნაკლებად შესაძლებელი გახდეს.

„ჩვენ იმ სამ თვეში, რომელიც გვაქვს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირველი დღიდან, დავასრულებთ ჩვენს შიდა სისტემურ მომზადებას ამ პროცედურებისთვის და მინდა, რომ ყველა მოქალაქემ, რომელიც ევროკავშირის მიმართულებით გაემგზავრება, იცოდეს ეს წინასწარ“, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი