უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 აგვისტო, 2018 15:50
font-size

მთვარისა ნავერიანი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვას ითხოვს

მთვარისა ნავერიანის ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ნავერიანის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამო, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიაას დაკითხვა მოითხოვა.

ადვოკატმა და დაზარალებულმა ქალბატონმა გენერალურ პროკურორს აღნიშნული განცხადებით განმეორებით მიმართეს.

როგორც ნავერიანმა და მჟავანაძემ პირველ არხს განუცხადეს, ნიკა გვარამიამ 68 დღის წინ, პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე იძალადა, რასაც ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებიც ადასტურებს.

მიუხედავად ამისა, მთვარისა ნავერიანის თქმით, გვარამია დღემდე არათუ ბრალდებულის, არამედ მოწმის სტატუსითაც არ დაუკითხავს გამოძიებას.

ნავერიანის უფლებადამცველმა განაცხადა, რომ პროკურატურას „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის დაკითხვაზე მოყვანა ეშინია და საქმე ამდენ ხანს ამიტომაც გაიწელა.

ნავერიანისა და მჟავანაძის თქმით, მათი მოთხოვნების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი პროკურატურის წინ ფართომასშტაბიანი აქციებს გამართავენ.

პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცნობითი შეხვედრები ჩატარდა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ფ.შ. განსაკუთრებით დიდი

სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო

გორში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძ

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მც

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ჩანაწერითაც დაინტერესდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

მთავრი პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერითაც დაინტერესდება. “უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს, რო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`