უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
პოლიტიკა
მუხიანის განვითარების ორი ხედვა -,,ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ მუხიანელებს წინასაარჩევნოდ პროექტებს სთავაზობენ
,,ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ქართული ოცნება“ მოსახლეობას მუხიანის განვითარების საკუთარ ხედვებს სთავაზობენ.
პირველ შემთხვევაში ეს არის მუხიანის ინდუსტრიული პარკის მშენებლობა, მმართველი გუნდმა კი წინასაარჩევნოდ მუხიანში ე.წ. ,,შარდენის“ ანალოგიური სივრცის განვითარების პერსპექტივა წარმოადგინა.
მუხიანის ინდუსტრიული პროექტის ინიციატორი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჟამუტაშვილია, რომელიც “მედიანიუსთან” აღნიშნული პროექტის დეტალებზე საუბრობს და იმაზე აკეთებს აქცენტს, თუ რა დადებით შედეგებს მოუტანს ინდუსტრიული პარკის მშენებლობა მუხიანს.
მაჟორიტარობის კანდიდატის განმარტებით, პროექტი ესტონელი ბიზნესმენების მიერ შექმნილ მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებითაა აპრობირებული ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის დანიაში, ბალტიისპირეთის ქვენებსა და შვედეთში.
ჟამუტაშვილის თქმით, საუბარია მუხიანში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 60 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელიც შესაძლებელია ინდუსტრიული ზონის მოწყობა.
ინდუსტრიული პარკი 88 ნაწილად იქნება დაყოფილი და თითოეულ - 5 ათას კვადრატული მეტრის ფართობზე განლაგებულ ზონას თავისი დანიშნულება ექნება.
როგორც ჟამუტაშვილი ამბობს, ინდუსტრიული პარკის მშენებლობა არა სახელმწიფოს, არამედ უცხოელი ინვესტორების მიერ განხორციელდება.
პროექტი საწყის ეტაპზე 15 მილიონი ევროს ინვესტიციას და 10-დან 15 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.
მისივე თქმით, პროექტის მიმართ ინტერესი უკვე გამოთქვეს უცხოელმა ინვესტორებმა.
ჟამუტაშვილის განცხადებით, ინდუსტრიული პარკის მიზანია, უზრუნველყოს “ყველაფერი ერთში” პირობები კომპანიებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ საქართველოში დაიწყონ წარმოება თუ მომსახურება.
პარკში განლაგდება სასაწყობე და საოფისე შენობები, ასევე გამოყოფილი იქნება სავაჭრო ფართები და ტერიტორია რესტორნებისა და სასტუმროებისთვის.
მისივე თქმით, პროექტი დასაწყისისთვის უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ საიჯარო ფასებს და ბიზნესის ხელშეწყობის მომსახურებას.
,,პროექტის განხორციელება გამოიწვევს დასაქმების პრობლემების მოგვარებას, გზების გაყვანას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
ბიზნესი მოქცეული იქნება ერთ სივრცეში და ბიზნესმენებისთვის უფრო ადვილი იქნება საქმის წარმართვა“, - განაცხადა ჟამუტაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში მისი განხორციელების მაქსიმალური ვადა 2024 წელი იქნება.
მუხიანის განვითარების თავისეული ხედვა შესთავაზა ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ ,,ქართულმა ოცნებამ.“
მმართველი გუნდის შემთხვევაში საუბარია, ე.წ. რადიო ქალაქზე, რომელსაც ,,შარდენის“ ანალოგიურ პროექტადაც მოიხსენიებენ.
როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან“, კახა კალაძემ გლდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, ე.წ. რადიოქარხნის ტერიტორია ახალგაზრდების დასასვენებელ ადგილად იქცევა.
“მედიანიუსი” ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მიერ დასახელებული პროექტის დეტალებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს, ქეთევან ჯოხაძეს დაუკავშირდა.
როგორც ჯოხაძემ განმარტა, აღნიშნული პროექტის განხორცილება მოხდება კერძო ინვესტიის გზით და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
,,ეს არის პროექტი, რომელსაც კერძო ინვესტორები განახორციელებენ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაკეთდება. ბატონმა კახიმ (კალაძე - რედ) წინასაარჩევნოდ გააჟღერა ამ პროექტის შესახებ და დეტალურად არაფერია ცნობილი. ინვესტიცია იქნება უცხოური, თუ ადგილობრივი, მოგვიანებით გადაწყდება. ეს არის ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ პროექტი“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა 2014 წელს დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას დაპირების შესრულება, რომელიც ე.წ. რადიოქარხნის ტერიტორიაზე ახალი ქარხნის მშენებლობას უკავშირებოდა, ჯოხაძე ამბობს, რომ მაშინ ინვესტორმა დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.
,,მაშინ ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და სახელმწიფომ პროექტი წამოიღო უკან“, - აღნიშნა ქეთევან ჯოხაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი