უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 11:55
font-size

მუხთარლი ჟურნალისტი ყოფილა - ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტება გუშინდელ განცხადებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მისი გუშინდელი განცხადება, რომ საქართველოში გაუჩინარებული აფგან მუხთარლი ჟურნალისტი არ იყო, არასწორ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული.

„ეს ადამიანი „რადიო თავისუფლებაში“ იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა ამავე დროს არის ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც, შესაბამისად, ორივე როლი ჰქონდა“, - განუცხადა ჯეჯელევამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის კომენტირებისას, მინისტრმა განაცხადა, რომ მუხთარლი „რადიო თავიუსფლების“ დაცვაში მუშაობდა.

ჯეჯელავამ ასევე სრულად გამორიცხა ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ქართული მხარე მონაწილეობდა ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემაში. მისი თქმით, მსგავს ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.

31 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 მაისს, ადგილობრივი დროით 22:40 საათზე მუხთარლი ბალაქანის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

გუშინ მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ჰადიჯა ისმაილიმ დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ანა მებურიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი