უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
კომენტარი
მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც ეს მედიის მიერ იყოს მოპოვებული.
ომბუდსმენი ჟურნალისტებთან საუბრისას აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მუხთარლის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც მან რუსთავი 2-ს მისცა, საქმის მასალებს უნდა დაერთოს.
”ნამდვილად მიმაჩნია, რომ მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. დიდი ხანია არაფერი გვსმენია ამ გამოძიების მიმდინარეობაზე და იქ არსებული რაიმე პროგრესის თაობაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ არაეფექტურია ეს გამოძიება და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოპოვებული იქნას მედიის საშუალებით თუ დაკავებულ პირთან კონტაქტის საშუალებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის. ასევე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს განსაკუთრებით როცა საუბრობს გატაცების გარემოებებზე.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პროკურატურამ თხოვნით მიმართა აზერბაიჯანულ მხარეს, რომ მიეცეთ დაკავებულის დაკითხვის შესაძლებლობა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს პასუხი რა ხდება. როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ინფორმაციებს გამოძიების მხრიდან მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.