უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 აგვისტო, 2017 16:30
font-size

მუხთარლის საქმეზე ახალი არაფერია - ლეილა მუსტაფაევა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას და მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის გამოკითხვა პროკურატურაში დასრულდა.

როგორც მუსტაფაევამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ახალი არაფერია.

„არაფერი ახალი არ არის. მათ არანაირი შედეგი არ აქვთ და ვერაფერი გააკეთეს. მათ აქვთ იმ პირების ფოტო და ვიდეო, ვინც აფგანს უთვალთვალებდა. ჩვენ არ გვაქვს დაზარალებულის სტატუსი. პასუხს ვერ სცემენ კითხვას თუ ვინ და როგორ გაიტაცა აფგან მუხთარლი. მე გადავეცი დღეს ფოტო და ვიდეო მასალა და მითხრეს, რომ გამოიძიებენ. მითხრეს ის, რასაც ყოველთვის მეუბნებიან, თუმცა შედეგი არ არის. სამი თვე გავიდა და დღემდე არაფერი ვიცით. რაც შეეხება აფგან მუხთარლის დაკითხვას საქართველოს პროკურატურის მხრიდან, განმიცხადეს, რომ ამის მექანიზმები არ აქვთ“, -თქვა მუსტაფაევამ.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს.

მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

მონიკა დავლიანიძე

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის

5 ივნისი, 2020 , 11:41

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს გენერალურ პროკურატურას გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის. საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული

პოლიციამ ბაგებში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, რასაც ორი ადამიანის დაჭრა მოყვა, ორი პირი დააკავა

5 ივნისი, 2020 , 10:35

თბილისში ჯგუფურად ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან სა

მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოვლინდა

4 ივნისი, 2020 , 12:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს,

შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

3 ივნისი, 2020 , 21:51

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც უწყებ

თურქეთის ცხრა მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

3 ივნისი, 2020 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად რვა პირის შემთხვევაში ათი ათას, ხოლო ერ

დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

3 ივნისი, 2020 , 11:40

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რუსეთის ფედერაციის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!