უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში მოხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოზეც. საკითხებს შორის განხილულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცება და დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ მუხთარლიმ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლ;ები დაადანაშაულა მის გატაცებასა და აზერბაიჯანულ მხარესტან თანამშრომლობაში. დეტალურად განმარტებულია ის მოვლენები, რაც მუხთარლის გაუჩინარებისა და მისი დაკავების დროს მოხდა.
რაც შეეხება ჩაბუქს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივმა მთავრობამ არ გაუგრძელა ლიცენზია 2 თურქულ სასწავლო დაწესებულებას, რომლებიც ანკარამ თურქეთის ხელისუფლების მიერ დევნილ ფეთჰულა გიულენთან კავშირში დაადანაშაულა.
ქართული სამოქალაქო სექტორის შეფასებაზე დაყრდნობით ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩაღლარის ქსელის სკოლებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა პოლიტიკურად იყო მოტივირებული და ამ კონტექსტში განიხილება ჩაბუქის დაკავება, უარის თქმა მასა და მისი ოჯახისთვის თავშესაფარზე და თურქეთის მოთხოვნით მისთვის წინასაექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება.
გარდა ამისა, კრიტიკულადაა შეფასებული მედიაპლურალიზმი საქართველოში. ანგარიშის თანახმად, ვითარება გააუარესა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებამ, ასევე მაესტროს, GDS-ისა და იმედის ერთ ჰოლდინგში გაერთიანებამ.
საკვანძო სიტყვები:

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
14 დეკემბერი, 2019 , 14:00

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი
14 დეკემბერი, 2019 , 12:55

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
14 დეკემბერი, 2019 , 12:15

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
13 დეკემბერი, 2019 , 18:00
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05