უკან

პოლიტიკა

24 ოქტომბერი, 2018 13:20
font-size

მუქარა იყო პირდაპირი, ასე თქვა, რომ ერთ წელიწადში გაჩვენებთ და ყველა ნახავს, როგორი უნდა იყოს ტელევიზია - ნინია კაკაბაძე ივანიშვილის განცხადებაზე

მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება რუსთავი 2-ის შესახებ მუქარად შეაფასა. მისი თქმით, ივანიშვილი რუსთავი 2-ის ხსენებით არხს რეკლამას უწევდა.

„მუქარა იყო პირდაპირი, ასე თქვა, რომ ერთ წელიწადში გაჩვენებთ და ყველა ნახავს, როგორი უნდა იყოს ტელევიზია და როგორ უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი. 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში ის ერთადერთი, რასაც აკეთებდა, „რუსთავი 2“-ის რეკლამას აკეთებდა, ლაპარაკობდა ამ არხის მნიშვნელობაზე. ისეთი ადამიანი კი, ვისაც არ მოსწონს ეს არხი, ისიც კი დაიჯერებს "რუსთავი 2"-ის მნიშვნელობას და აუცილებლობას დღეს, თუ რამე გაუჭირდება, ასეთი ადამიანებიც კი დაუდგებიან აწი გვერდში. მე ამ სახით ბიძინა ივანიშვილი ორჯერ მყავს ნანახი. ვამაყობ, რომ ორივე შემთხვევაში ეს სახე მან მიიღო ჩემს მეგობრებთან საუბრისას. ერთი იყო, როდესაც სალომე ასათიანთან ჰქონდა ინტერვიუ და მეორე გუშინ, როდესაც მთავარი წამყვანი, ინტერვიუერი იყო ეკა კვესიტაძე. მას მუდმივად უწევს მონებთან, ერთგულებთან, იმ ადამინებთან ურთიერთობა, ვინც უპირობად იღებს ყველა მის სიტყვას, ეს ნიშნავს, რომ ის არის მეფე, ფეოდალი“,- განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

ივანიშვილმა სამი წამყვანი არხის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ერთ წელიწადში ის მოახერხებს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველამ თავისი ადგილი დაიკავოს, მათ შორის რუსთავი 2-მაც.

„მე დავბრუნდი პოლიტიკაში, სამწუხაროდ, და მე მოვახერხებ, რომ ის ვერტიკალი გუნდში გავამყარო, გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ. მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. თითქოს სახელმწიფო სახელმწიფოს ფუნქციას ვეღარ ასრულებს ვისაც არ უნდა ყველანი ქუჩაში გამოდიან. ბიზნესი, რომელიც არ უხდის ბიუჯეტს ფულს, გარბის "რუსთავი 2"-ზე და იქიდან გვემუქრება. დღეს ისეთი გრძნობა და შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს დრეს ოქუაშვილი, რომელიც ფულს არ უხდის სახელმწიფო ბიუჯეტს...“, -თქვა ივანიშვილმა.

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი