უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2017 13:05
font-size

მუქარა-ზეწოლის 10-ზე მეტი, ფიზიკური დაპირისპირების 5, უკანონო აგიტაციაში მონაწილე 5 ფაქტი - საია წინასაარჩევნო დარღვევებზე

„საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდო მუქარა/ზეწოლის 10-ზე მეტი, ფიზიკური დაპირისპირების 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9, წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის 5 ფაქტი“, - ასეთი დასკვნა გამოიტანა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

საანგარიშო პერიოდი 2017 წლის აგვისტო-ოქტომბერში მიმდინარეობდა.

საიას შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი მეტ-ნაკლებად მშვიდ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა, ხოლო საარჩევნო სუბიექტებმა მოახერხეს თავისი პროგრამების წარდგენა და პრეზენტაცია ამომრჩეველთან. მიუხედავად მისა, ცალკეული დარღვევები მაინც დაფიქსირდა.

ორგანიზაციის ანგარიშით, ყველაზე პრობლემური რეგიონები აღმოჩნდნენ ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო. იქ იყო ჩანიშნული როგორც შიდაპარტიული დაპირისპირების ფაქტები, ასევე დაძაბული კონკურენტული გარემო. საიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე გამოძიებები ვერ ქმნის დაცულობის განცდას და კანდიდატებისთვის უსაფრთხო გარემოს ვერ უზრუნველყოფს.

საიამ მოუწოდა შესაბამის უწყებებს, მყისიერი რეაგირება განახორციელონ ანგარიშში მითითებულ დარღვევებზე, რაც მათ შემდგომ პრევენციას განაპირობებს.

ჩატარებული მონიტორინგით დადგინდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება დროულად მოხერხდა. კანონმდებლობის თანახმად, მასში უნდა შედიოდეს 7 პარტიული და 6 პროფესიული პირი. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა, რომ კომისიის წევრებად აირჩიეს ისეთი პირებიც, ვისაც წინა არჩევნებში შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობა. აირჩიეს ის ადამიანებიც, ვინც ახლო წარსულში წარმოადგენდნენ სხვადასხვა პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში.

საიას ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები მიღებულ განცხადებებსა თუ საჩივრებს ზედაპირულად სწავლობდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდო დამრღვევის ახსნა-განმარტების საფუძველზე იღებდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის თვითმმართველობის არცჩვნებზე ქალთა ჩართვისა და მონაწილეობის პრობლემაზე.

უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შეფასებისას, საიამ ურჩია მას, არ შემოიფარგლოს მხოლოდ რეკომენდაციის გაცემით და უფრო ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეს. საანგარიშო პერიოდში უწყებამ 5 სხდომა გამართა და 3 რეკომენდაცია გასცა. უწყების შუალედური ანგარიშით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე, აქედან 1-ზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას, აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებული თითქმის 13-მილიონიანი შემოწირულობების უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიის ანგარიშზეა გადმორიცხული. იურიდიული პირებიც ძირითადად სახელისუფლებო გუნდს აფინანსებდნენ. იურიდიული პირების მიერ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების სასარგებლოდ ძირითადად არაფულადი შემოწირულება ფიქსირდება.

საიას შეფასებით, მედიაგარემო პლურალისტური, მაგრამ პოლარიზებული იყო. ორგანიზაციამ ასევე მიუთითა სოციალურ ქსელებში წარმოებულ შავ პიარკამპანიებზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის (მაგალითად, თბილის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილის) წინააღმდეგ.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, საიამ მიუთითა სკოლის, საბავშვო ბაღების პედაგოგების, ააიპების თანამშრომლების ჯგუფურ დასწრებაზე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე. ორგანიზაციის შეფასებით, ეს შეხვედრები ორგანიზებულ და სავალდებულო ხასიათს ატარებდა და სასწავლო პროცესის პოლიტიზირების საფრთხე შექმნა. მაგალითად მოყვანილია შუახევის ინციდენტი, როცა სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეები „ქართული ოცნების“ დროშებით გადაიღეს. ამის გამო პედაგოგ მარინა დარჩიძეს საყვედური გამოუცხადეს, ხოლო სკოლას წერილობითი გაფრთხილება მისცეს. ასევე ნახსენებია საბავშვო ბაღების თანამშრომლების ორგანიზებული ჩართვა წინასაარჩევნო პროცესებში და რესურსცენტრის ხელმძღვანელების მხრიდან მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ აგიტაცია. საიას თქმით, მსგავსი ფაქტები წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ეწინააღმდეგება ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 5.4 მუხლს, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობის გამიჯვნას. აღნიშნული მუხლის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყვნენ აღრეულნი სახელმწიფოსთან.

საიამ ასევე ყურადრება გაამახვილა 29 სექტემბრის საქველმოქმედო მატჩზე, სადაც მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც მიიღო მონაწილეობა. ორგანიზაციამ ეს შეხვედრა კალაძის პოზიტიურად წარმოცენის მცდელობად შეაფასა, ხოლო საფეხბურთო ფედერაციის მიერ გაწეული ხარჯი საარჩევნო სუბიექტისთვის გაღებულ შემოწირულობად, რომლის უფლება ფედერაციას როგორც არასამეწარმეო პირს არ აქვს.

საანგარიშო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის ან გადაბირების შედეგად ხსნიდნენ. აგრეთვე, რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა ზეწოლას ამომრჩევლებზე, იმ მიზნით, რომ მათ მმართველი პარტიისთვის დაეჭირათ მხარი.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები დაფიქსირდა სამტრედიასა და თელავში.

საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის დარბევის ფაქტები კი ოზურგეთსა და გარდაბანში დაფიქსირდა, ჩამოხიეს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიები და დაამსხვრიეს ფანჯრები.

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელდა მუქარა. მას დაემუქრნენ სიცოცხლით მოსპობით, ოჯახის წევრების უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში - თორნიკე რიჟვაძე

17 ნოემბერი, 2018 , 17:45

„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის მიერ მმართველი პარტიის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მახარაძე მმართველი პარტიიდან 3 თვის წი

მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა

მე ვერ მხედავთ? მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია - სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

„მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ წინასაარჩევნო ბილბორდებზე დასმულ შეკითხვას. „მე ვერ

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`