უკან
კომენტარი
13 ნოემბერი, 2018 13:50
მუქარის საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს - ირაკლი კობახიძე
რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას.
„ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და ჩვენ დავინტერესდებით იმით, თუ რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.