უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2016 17:40
font-size

მურთაზ კიკორია არის ერთ-ერთი აქტიური თანამონაწილე ძალადობრივი ჯგუფის - დარეჯან სილაგაძე

ეროვნული ბანკის საბჭოს ახალარჩეული წევრის, მურთაზ კიკორიას გარშემო სკანდალი გრძელდება.

ეს იყო ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა ,,პრიორიტეტის’’ მთავარი თემაც.
ოპოზიციის შემდეგ მურთაზ კიკორიას საქმის გამოძიებას დაზარალებული სილაგაძეების ოჯახი მოითხოვს.

კიკორიას, რომელიც წლების განმავლობაში ,,საქართველოს ბანკის’’ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ბანკის დამფუძნებლის ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ. სილაგაძეები ამტკიცებენ, რომ კიკორიამ სხვა პირებთან ერთად ძალადობრივი გზით ელგუჯა სილაგაძეს წილი წაართვა.

,,საქართველოს ბანკის’’ სამი დამფუძნებლიდან ვლადიმერ პატეიშვილი და ელგუჯა სილაგაძე გარდაცვლილია, მესამე დაფუძნებელი კი, ქვეყნიდან არის წასული. სილაგაძის და, დარეჯან სილაგაძე აცხადებს, რომ მისი ძმა და პატეიშვილი ამ ძალადობრივ ქმედებებს შეეწირნენ და საქმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ.

,,მურთაზ კიკორია არის ერთ-ერთი აქტიური თანამონაწილე იმ ძალადობრივი ჯგუფისა, რომელმაც წაართვა საკუთრება ჩემ ძმას, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება.

ბატონი, მურთაზ კიკორია სამმართველოს უფროსი იყო და მე რომც არ ვთქვა, მგონი საეჭვო არ უნდა იყოს ის, რომ დამოუკიდებლად ამ საკითხს ის ვერ გადაწყვეტდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ბატონ გილაურთან, რომელიც შემდეგ გენერალური დირექტორი გახდა და ბატონ გურგენიძესთან, რომელიც ასევე, არამარტო გენერალური დირექტორი გახდა დასახელებული ბანკის, დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა. დილის 9 საათიდან ღამის 4 თუ 3 საათამდე, ეს დიაბეტით დაავადებული კაცი აშიმშილეს მთელი დღე და წინასწარ გამზადებულ ყალბ დოკუმენტებზე აიძულეს ხელი მოეწერა’’, - განაცხადა დარეჯან სილაგაძემ ,,პრიორიტეტის’’ ეთერში.

თემაზე განცახდება გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემაც.

,,საქართველოს ბანკი არის ნაცმოძრაობის ბანკი, ასე რომ ვთქვათ. ძირითადად, ამ ბანკმა მოახდინა 2008 წლის მერე ყველა ბიზნესის უზურპაცია. დაკავშირებული პირები არიან; გილაური იყო პრემიერ-მინისტრი და მისი ძმა იყო ამ ბანკის მმართველი. მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობებზე იქნებიან ეს ადამიანები, თუ არ იქნებიან, უბრალოდ თქვენ გახსოვთ, რომ მანამდე იყო გურგენიძე, რომელიც საქართველოს ბანკიდან პრემიერ-მინისტრად წავიდა. საერთოდ ამ ბანკს უარყოფითი როლი მიუძღვის ქართულ ბიზნესთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, იმიტომ, რომ ძირითადად, ყველა დაკარგული ქონება, ყველა წართმეული ქონება ასოცირდება საქართველოს ბანკთან’’, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 17:34

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯა

სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი

13 თებერვალი, 2026 , 17:17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპ

რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა

13 თებერვალი, 2026 , 16:56

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. „საქ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო

13 თებერვალი, 2026 , 13:36

BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც

პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამე

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

13 თებერვალი, 2026 , 11:52

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კონფერენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი