უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2017 16:25
font-size

მუსლიმი მრევლისთვის ღირსეული შეთავაზება გვაქვს - ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება. მან აღნიშნა, რომ ალტერნატიული შეთავაზება არსებობს, რომლის კონკრეტული დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტში ამ თემასთან დაკავშირებით, მუსლიმ მრევლთან მქონდა შეხვედრები. უახლოეს დღეებში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მუსლიმი მრევლითა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციით დაკომპლექტდება, ასევე მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით. ჩვენ ვიმსჯელებთ, არის ალტერნატიული შეთავაზება. უახლოეს დღეებში კონკრეტულ დეტალებს მოგახსენებთ. მუსლიმი მრევლისთვის ღირსეული შეთავაზება გვაქვს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის, ბათუმის განვითარებას. იგი მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ“, - განუცხადა პატარაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ქალაქ ბათუმის მერიამ უარი განუცხადა „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“ გენერალ აბაშიძის 49 ნომერში მეჩეთის მშენებლობაზე. მერიამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 6-ს, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით, არის საცხოვრებელი სახლები.

26 მაისს ბათუმში გენერალ აბაშიძის 49 ნომერში, იმ ადგილას, სადაც მეჩეთის მშენებლობა იგეგმებოდა, „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ სალოცავი გახსნა ღია ცის ქვეშ. „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ წარმომადგენელთა თქმით, აქ ყოველ პარასკევს, ღია ცის ქვეშ ჯუმა ლოცვას აღავლენს იქამდე, სანამ ბათუმში მეჩეთი არ აშენდება.

მუსლიმებმა ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით 12 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.

ანა მებურიშვილი

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა

16 თებერვალი, 2019 , 17:09

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმსსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვა

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა

16 თებერვალი, 2019 , 14:20

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი

16 თებერვალი, 2019 , 11:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთ

მამუკა ბახტაძე მიუნხენში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს

16 თებერვალი, 2019 , 10:15

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონ

მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

16 თებერვალი, 2019 , 10:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. მამუკა ბახტაძესთან ერთა

საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი

15 თებერვალი, 2019 , 16:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან ერთად განათლების სისტემის კომპლექსური რეფო