უკან

საზოგადოება

13 აპრილი, 2021 11:13
font-size

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა.

მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ.

„რამადანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი და მარხვა მუსლიმთათვის სავალდებულო გახდა. ამიტომ ამ თვეს მუსლიმები მარხვით ვატარებთ. ერთი თვის განმავლობაში – განთიადიდან შებინდებამდე – უარს ვამბობთ საკვების, წყლის მიღებასა და სხვა მიწიერ სიამოვნებებზე. მარხვა მადლიანი და სასარგებლო ღვთისმსახურებაა. შუამავალი მუჰამედი აღნიშნავდა, რომ: „მარხვა ჯანმრთელობის საწინდარია და მარხვა ცოდვებისგან დამცავი ფარია“.

რამადანის თვე რომ დადგება, სამოთხის კარები გაიხსნება, ჯოჯოხეთის კარები დაიხურება და სატანას მორწმუნეებზე ზემოქმედება უძნელდება.

რამადანის თვეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მუსლიმთა ცხოვრებაში. ამ თვეში განსაკუთრებული გულმოდგინებითა და შემართებით ვასრულებთ ღვთისმსახურებებს, მოვინახულებთ ახლობლებს, ნათესავებს, ავადმყოფებს და ვეწევით ქველმოქმედებას.

გილოცავთ მადლმოსილი რამადანის თვის დადგომას. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას. შევთხოვთ დიად გამჩენს, ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო დაიფაროს პანდემიის საშიშროებისგან. უნაკლოდ მიიღოს თითოეული ჩვენგანის მარხვა, ლოცვა, ვედრება, ყოველგვარი ღვთისმსახურება და მშვიდობით მოგვასწროს რამადან-ბაირამს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ამინ“, – ნათქვამია მუფთის მიმართვაში.

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია. ერთთვიანი მარხვის დასასრულს, მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 13-15 მაისს აღინიშნება.

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი