უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 თებერვალი, 2018 11:30
font-size

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები ჩაბუქის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას მოითხოვენ

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ადვოკატები ჩაბუქის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას მოითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილობით დღეს მიმართეს.

ადვოკატები მოთხოვნის მიზეზად ემრე ჩაბუქზე თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს ასახელებენ.

“არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ ვითხოვთ ჩაბუქი, მისი ოჯახის წევრების მსგავსად, ჩართული იყოს დაცვის სპეციალურ პროგრამაში, რათა დაცული იქნას მისი სიცოცხლე. შიშობს, რომ არსებობს მასზე თავდასხმის ასევე, გატაცების საფრთხე. მისი სიცოცხლე არ არის დაცული და აქედან გამომდინარე, მივმართავთ მთავარ პროკურორს“, – განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

ჩაბუქის თქმით, მისი დაპატიმრების შემდეგ, მისი მეუღლისა და შვილების მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისმა ორგანოებმა უყურადღებოდ არ დატოვეს ისინი, ჩაბუქი კვლავ არსებულ საფრთხეზე საუბრობს.

“მადლობელი ვარ, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისმა ორგანოებმა უყურადღებოდ არ დატოვეს ისინი და ჩართეს სახელმწიფო დაცვის პროგრამაში. დღეს კი, მიუხედავად, ჩემი გათავისუფლებისა, კვლავ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა საფრთხე არსებობს, ამაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის საჭიროებას ვხედავ. ამიტომ, ვთხოვ შესაბამის სამსახურს, ჩემს ოჯახთან ერთად, გარკვეული დროით, მეც ჩამრთონ დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“, – განაცხადა ჩაბუქმა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 თებერვალს 1 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. სასამართლომ მისი ექსტრადირების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი