უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 თებერვალი, 2018 14:40
font-size

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები - თუბა ჩაბუქი

დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს სასამართლო განიხილავს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხს.

თუბა ჩაბუქმა არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს.
„დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები და ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენს უფლებებს ბოლომდე და გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და თუ საჭირო იქნება ევროსასამართლოში“, -უთხრა თუბა ჩაბუქმა ჟურნალისტებს.

ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის მტკიცებით, დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ვაპირებთ, სასამართლოს წარვუდგინოთ ვრცელი წერილობითი მოსაზრება, თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად და დავასაბუთოთ ჩაბუქის თურქეთში დაუშვებლობა და განვუმარტოთ სასამართლოს მრავალრიცხოვან მტკიცებულებებზე დაყრდნობით (მათ შორის ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის, „ჰუმან რაით ვოჩის“, „ემნესთი ინთერნეიშალის“, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის, არასამთავრობო ორგანიზაციათა გამოკვლევების საფუძველზე), რომ ჩაბუქს მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა. თურქეთის რესპუბლიკაში შეუძლებელია განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი, ეს საქმე ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას, 7 დღის ვადაში გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და პარალელურად ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოყენებული იყოს ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და შეჩერებული იყოს საკითხის არსებით განხილვამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია", - განაცხადა ბარათაშვილმა.

თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის მხარის მოთხოვნით, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში იყო ჩართული. დაკავებულსა და მის ოჯახს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილთა სტატუსსზე უარი უთხრა.

დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს წინსაექსტრადაციო პატიმრობის დრო საქართველოს საპატიმროში 24 თებერვალს უმთავრდება.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი