უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივნისი, 2017 15:00
font-size

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის შესწავლას დავიწყებთ - სოზარ სუბარი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, უწყება აპირებს, განიხილოს დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნა, მისთვის და მისი ოჯახისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ.

სუბარმა განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად ჩაბუქის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო კონვენციასა და საქართველოს კანონმდებლობას.

„მუსტაფა ემრე ჩაბუქის მასალები არის შემოტანილი ჩვენთან, ჩვენ დავიწყებთ შესწავლას. შესწავლა გულისხმობს შემდეგს - რამდენად შეესაბამება მის მიერ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა საერთაშორისო კონვენციას, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას და ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ამისთვის საჭირო იქნება, მან და მისმა ადვოკატებმა წარმოადგინონ ის საბუთები, რომლებიც ცხადყოფს, რამდენად ჯდება კონვენციის მფარველობის ქვეშ მისი საქმე“, - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება თურქეთის მოთხოვნას ჩაბუქის მისთვის გადაცემის შესახებ, სუბარმა განმარტა, რომ ექსტრადირების პროცესი ავტომატურად, საქმის შესწავლის გარეშე არ ხორციელდება.

შეგახსენებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის, თუფა ჩაბუქის განცხადებით, მან უკვე შეიტანა თხოვნა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით 24 მაისს დააკავეს. თურქული მხარე მას ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.

ანა მებურიშვილი

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი