უახლესი ამბები
არქივი
სამართალი


მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს
თბილისის საქალაქო სასამართლო დემირელის სკოლების მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან თურქეთში ექსტრადირებაზე დღეს იმსჯელებს.
ბრალდების მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დასაშვებად ცნობაზე სასამართლოს შუამდგომლობით გუშინ მიმართა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბრძანება ექსტრადირებასთნ დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა უნდა გამოსცეს. განკარგულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.
ადვოკატ ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თურქეთის რესპუბლიკაში არასამართლიანი სასამართლო და პოლიტიკური დევნა ელოდება.
„დაცვის მხარე წარადგენს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც პირდაპირ იძლევა საფუძველს, უარი ეთქვას თურქეთის რესპუბლიკას ექსტრადირებაზე, ვინაიდან აღნიშნული პიროვნება პირდაპირი რისკის ქვეშ იმყოფება და იგი ექსტრადირების შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ასევე, ერთი პროცენტი შანსი არ არის, რომ მის მიმართ განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო. ჩვენ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე“- განაცხადა ადვოკატმა.
საკვანძო სიტყვები:
ოკუპირებული ტერიტორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შემოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
5 მარტი, 2021 , 19:24

სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს - გენერალური პროკურატურა
5 მარტი, 2021 , 18:32

ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება - ვახტანგ გომელაური
5 მარტი, 2021 , 17:25
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოცხადდება
5 მარტი, 2021 , 16:35

გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც - ვახტანგ გომელაური
5 მარტი, 2021 , 14:35

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე - ვახტანგ გომელაური
5 მარტი, 2021 , 14:35