უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2017 15:25
font-size

მზარდ ტენდენციად რაც გამოიკვეთა სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებაა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წლიური ანგარიში წარუდგინა.

როგორც ქალდანმა აღნიშნა, ძირითადად მიმართვიანობა გაზრდილია სასესხო ვალდებულებების გამჟღავნებასთან დაკავშირებით.

,,მთავარ ტენდენციად, მზარდ ტენდენციად რაც გამოიკვეთა, არის სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება. ამ მიმართულებით 59-მა მოქალაქემ მოგვმართა.

რა თქმა უნდა, ანგარიში მოიცავს პირდაპირ მარკეტინგთან, ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ზედამხედველობას ცალკე თავი ეთმობა.

ბუნებრივია, ანგარიშში მიმოხილულია მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების თვალსაზრისით არსებული როგორც გარკვეული პროგრესი, რომელიც პრაქტიკაში შეინიშნება, ასევე ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც კვლავ რჩება და რომელთა გადაჭრაც უნდა მოხდეს’’, - განაცხადა თამარ ქალდანმა.

თავის მხრივ, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელაიმ ჟურნალისტებს ანგარიშის შეფასებისას განუცხადა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი გაზრდილია.

,,ნახავთ, რამდენად გაიზარდეა ინსპექტორის მანდატი. მან საკმაოდ ხშირად დააჯარიმა სახელმწიფო უწყებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინსტიტუტი მოქმედებს რეალურად და მუშაობს.

ასევე , ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტორი თავის მანდატს ახორციელებს ონლაინ სესხებთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემები როდესაც ირღვევა. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ ამ მხრივ გაგრძელდეს აქტიური მუშაობა’’, - განაცხადა ბესელიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს - მიხეილ ბატიაშვილი

18 თებერვალი, 2019 , 17:50

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებს რეფ

პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო

18 თებერვალი, 2019 , 16:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მ

“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

18 თებერვალი, 2019 , 16:30

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ისინი წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხო

ხვალ ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

18 თებერვალი, 2019 , 15:05

19 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში, გაიმართება ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია, რომელიც გაიხსნება 2019 წლის სექტემბერში საგურამოში და იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირვე

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი

18 თებერვალი, 2019 , 13:25

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ურთიერთობის პროგრამა PLUS-მა უნიკალური პროექტი -  PLUS გამოცდილება დაიწყო. საქართველოს ბანკის ლოიალურ მომხმარებელს  უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს PLUS გამოცდილების

„TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

18 თებერვალი, 2019 , 13:05

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და ბა