სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატები ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვენ
„იმედი მაქვს ეყოფა კეთილსინდისიერება და დათანხმდება გამოკითხვას, სხვა შემთხვევაში მივმართავთ სასამართლოს ცილისწამებისათვის,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი ჯუბა ქათამაძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანისგან მისსავე განცხადებებზე განმარტებებს ითხოვს.
საქმე ეხება ნინო წილოსანის მიერ, 26 ივნისს, ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნინო წილოსანმა მზია ამაღლობელს ბრალი დასდო.
„კაცის და ქალის ანტისტანდარტია, როდესაც მეორე ადამიანს ურტყამ სახეში. განსაკუთრებით როდესაც მეორე ადამიანი შეიძლება იყოს პოლიციელი, რომელმაც ზუსტად იმ მოქალაქის უფლებები და მისი უსაფრთხოება უნდა დაიცვას და როდესაც ეს სახეში გარტყმა ხდება დაკვეთით, ფულის გადახდით, დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში“, – თქვა ნინო წილოსანმა.
დღეს, 4 ივლისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა, მზია ამაღლობელის საქმეს დაურთოს ნინო წილოსანის ვიდეო კომენტარი და ადვოკატის მიმართვები ნინო წილოსანის გამოკითხვასთან დაკავშირებით
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი და დააკმაყოფილებს თუ არა ადვოკატის შუამდგომლობას ნინო წილოსანის გამოკითხვასთან დაკავშირებით.
სხდომის დაწყებამდე ჯუბა ქათამაძემ ახსნა სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი:
„ნინო წილოსანმა მზია ამაღლობელზე საუბრისას თქვა, თითქოს მზიამ სილა პოლიციის უფროსს „ფულის გადახდით, დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში“ გააწნა. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნინო წილოსანი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რადგან წილოსანმა მზია ამაღლობელს წაუყენა ბრალდება და ამაზე საჯარო კომენტირებისას მტკიცებით ფორმაში ისაუბრა.
ამიტომ, მე, როგორც მხარე, ბუნებრივია დავინტერესდი, მივმართე ნინო წილოსანს და შევთავაზე გამოკითხვა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მისთვის ცნობილია და რაზეც უკვე ისაუბრა.
ვიმედოვნებ, ქალბატონ ნინოს ექნება იმდენი კეთილსინდისიერება, რომ მოგვცეს განმარტება, თუ რა არის მის მიერ საჯარო სივრცეში გაჟღერებული ფაქტების წყარო.
ნინო წილოსანმა ჩემი მიმართვა სახლში ჯერჯერობით არ ჩაიბარა, თუმცა ჩაბარდა პარლამენტის აპარატს. ველოდებით მის პასუხს“, – ამბობს ჯუბა ქათამაძე, მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი.
ადვოკატის განმარტებით, ნინო წილოსანის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას, რადგან წილოსანი მტკიცებით ფორმაში საუბრობს ქმედების მოტივზე.
ამიტომ, თუკი ის, რასაც წილოსანი ამბობს, ცილისწამება არ არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიმართ, მაშინ ნინო წილოსანი უნდა დასთანხმდეს გამოკითხვას.
საკვანძო სიტყვები:
ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც ლაგოდეხში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, ვადაგასულ საკვებ პროდუქტებს ვადას უცვლიდა და მათ რეალიზაციას ახორციელებდა - პროკურატურა
22 იანვარი, 2026 , 20:04
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
22 იანვარი, 2026 , 12:47
სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - შსს
22 იანვარი, 2026 , 12:04
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დავაკავეთ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
22 იანვარი, 2026 , 11:55
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
21 იანვარი, 2026 , 12:30
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
21 იანვარი, 2026 , 11:43


