უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ნოემბერი, 2025 16:09
font-size

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეს მზია ამაღლობელის პირადი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს.

პროკურორის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა რომ მზია ამაღლობელის ტელეფონი ცარიელი იყო.

„მზია ამაღლობელის ტელეფონზე დანიშნული იყო ექსპერტიზა. დასრულდა ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ. ვითხოვთ ამ დასკვნის საქმეზე დართვას“- თქვა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ.

დღეს, 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.

სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ისე მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ.

მზია ამაღლობელს პირადი ნივთები, გასაღები, საბანკო ბარათი და მობილური ტელეფონი 12 იანვარს, დაკავებისას ჩამოართვეს.

როგორც აღმოჩნდა, მზია ამაღლობელი საქმეში გაჩნდა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომელმაც 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს მიწერა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“.

პროკურატურამ სწორედ ამ პატაკით მოითხოვა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა. მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა შეეფარდა

13 ნოემბერი, 2025 , 16:22

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სას

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს - პროკურატურა

13 ნოემბერი, 2025 , 15:55

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილებ

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

12 ნოემბერი, 2025 , 15:51

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 19, 20, 21 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავე