უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 იანვარი, 2017 13:50
font-size

მზის სხივის გარეშე ვრჩებით - სპორტის სასახლის უკან მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები მშენებლობას აპროტესტებენ. მათ დღეს აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ახალი ნაგებობა საცხოვრებელი კორპუსიდან 3 მეტრის მოშორებით აშენდება.

უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს წინამორბედის პოლიტიკას და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს ინვესტორებისგან შემოსავლის მიღებას.

„სამწუხაროდ, გრძელდება თბილისის მოსახლეობის ეკოციდი. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ ტიპის ტერიტორიებს , რომლებიც დღემდე არის სახეზე: ადამიანებს ართმევენ და სანატრელს უხდიან მზის შუქს, ჰაერს. იმიტომ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არის დამახინჯებული და , ფაქტობრივად, კორპუსი კორპუსზე მიჯნით აშენებაც კი დაშვებულია ფანჯრების დაბნელებისა და ჰაერის წართმევის ხარჯზე. მოქმედი ხელისუფლება არ ჩქარობს წინამორბედის ამგვარი მიუღებელი და დანაშაულებრივი კანონმდებლობის შეცვლას. როგორც ჩანს, ხელისუფლების ხელმძღვანელობაშიც აქვთ ინტერესი, ინვესტორებისგან მიიღონ შემოსავალი, მათ შორის, საკუთარი თავისთვისაც, და ამ ადამიანებისგან რამდენი დაავადდება , მათ შორის სიმსივნური დაავადებებით, მათთვის სულერთია“, - ახადებს ჩხარტიშვილი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მშენებლობისთვის ხეების მოჭრაც იგეგმება.

„აქ რომ მრავალსართულიანი კორპუსი 3 მეტრის მიჯნით აშენდეს, გამოდის , რომ მზის სხივის გარეშე ვრჩებით. კარგი, ხეები მოიჭრება, ჰაერი აღარ გვრჩება, მაგრამ აქ საუბარია, რომ მზე აღარ გვაქვს და ფეხით სასიარულო ადგილი. ფაქტობრივად, კორპუსს თავზე გვაშენებენ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მოამბესთან.

ანა მებურიშვილი

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახა

ბოლივუდის მსახიობმა ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა

21 სექტემბერი, 2018 , 17:41

ბოლივუდის ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა რიჩა ჩადჰამ ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა. მსახიობმა უსიამოვნო ინციდენტის შესახებ ტვიტერზე დაწერა. „საქართველოს დატოვებისას სასზღვრო კონტროლზე რასისტი მესაზღვრე შეხ

ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმედისმომცემია - ამერიკელი მეცნიერი

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლ

სტუ აკადემიური პროგრამების განვითარებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, დღეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრ

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. საქართველოს ე

გიორგი ტყემალაძე აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან ერთად აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო ინფრაქტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`