უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 დეკემბერი, 2017 13:25
font-size

N5 პენიტენციურ დაწესებულებას სამეწარმეო ორგანიზაცია ”The Powerful Woman”-ის დამაარსებელი მეგან ვორდი სტუმრობდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ამერიკული სამეწარმეო ორგანიზაცია ”The Powerful Woman”-ის დამაარსებელი მეგან ვორდი ესტუმრა და ქალი მსჯავრდებულებისთვის პრეზენტაცია გამართა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მეგან ვორდმა მსჯავრდებულ ქალბატონებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა, მათ კითხვებსაც უპასუხა და ის დეტალებიც გაუმხილა, თუ როგორ უნდა გახდეს ქალი ბიზნესში წარმატებული. მეწარმე ქალბატონმა მსაჯავრდებულებთან სამომავლო თანამშრომლობაზეც გამოთქვა მზადყოფნა და აღნიშნა, რომ მისი კომპანია მზადაა, ერთ-ერთ მსჯავრდებულ ქალბატონს, რომელიც ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტს, ბრენდის აღმნიშვნელი ლოგო დაუმზადოს.

,,საინტერესო შეხვედრა მქონდა, რადგან გავიცანი ქალბატონები, რომელებიც პოზიტიურად ამბიციურები არიან და კარგად ესმით, თუ რამხელა ძალა აქვს ქალს. მათ აქვთ სურვილი, შეიძინონ ახალი პროფესია და დაიწყონ ახალი საქმე. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ“, - განაცხადა მეგან ვორდმა.

დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, წარმატებული ადამიანების სტუმრობა მსჯავრდებულებისთვის დიდი სტიმულია და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

მეგან ვორდმა დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სამლოცველო კუთხე, მცირე სამკერვალო საწარმო, სილამაზის სალონი, ფიტნესის ოთახი და მაღაზია. შეხვედრის დასასრულ, მეწარმე ქალბატონს მსჯავრდებულებმა საკუთარი ნამუშევრები საჩუქრად გადასცეს.
შეხვედრა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.

შსს - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართ

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

27 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე მ.კ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 3815 ლარის ღირ

თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამეს და დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით - ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 21:12

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოახდინა და დაუყოვნებლივ დაიწყო მისი ადგილსამ

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

26 ოქტომბერი, 2020 , 20:23

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პ

პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

26 ოქტომბერი, 2020 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

26 ოქტომბერი, 2020 , 10:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.