უკან

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 17:30
font-size

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშიკა N5 ქალთა დაწესებულებას ესტუმრა. ლალი მოროშკინამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარესთან ერთად დაწესებულებაში მყოფ სამ წლამდე ბავშვებს, მათ დედებს და ფეხმძიმე მსჯავრდებულებს დღევანდელი

დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს“თავმჯდომარემ ლალი მოროშკინამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი მსჯავრდებულებისა და დაწესებულებაში მყოფი ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა.

„ტრადიციისამებრ მოვედით დღეს, რათა აქ მყოფ ქალ მსჯავრდებულებსა და მათ შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მივულოცოთ. კარგად მახსოვს ის უბედურება, რაც აქ წლების წინ ხდებოდა, თუმცა როდესაც მე ვმუშაობდი ამ სისტემაში და შემდეგაც ნელ-ნელა შევძელით და სასჯელაღსრულების სისტემა მართლაც ევროპული დონის გახდა. დაწესებულების დირექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალ მსჯავრდებულებს კარგი პირობები შეუქმნას. ის, რასაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აკეთებს, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ ციხეებსაც შეშურდებათ.
N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა სტუმრებს დაწესებულებაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი სტუმრობები მნიშვნელოვანია.

„მართლაც მნიშნველოვანია ასეთი ღონისძიებები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამიტომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ისინი დიდ ყურადღებას იჩენენ ქალი მსჯავრდებულების მიმართ. დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ბავშვს. დღეს სტუმრების მოსვლის შესახებ მსჯავრდებულებმა არაფერი იცოდნენ, ეს მათთვის სიურპრიზი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ლალი მოროშკინას ორგანიზაციას,“- განაცხადა ნესტან ვერულაშვილმა.

ლალი მოროშკინამ ორგანიზაციის წევრთან ერთად დაწესებულების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნო.

საია უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას

29 მაისი, 2020 , 20:25

საია უარყოფითად აფასებს პლენუმის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშნასთან დაკავშირებით და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

29 მაისი, 2020 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი და დედამიწის დღე . "1921

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1761 ლარი გახდა

29 მაისი, 2020 , 17:17

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:32

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყ

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:10

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გან

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

29 მაისი, 2020 , 14:58

20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება.   სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვი