უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 მაისი, 2017 14:20
font-size

N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონები ესტუმრნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას დღეს ძალოსნობაში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ესტუმრნენ. ქალ მსჯავრდებულებთან შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, ძალოსანთა ეროვნული ფედერაციისა და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მხარდაჭერით შედგა.

სტუმრებს შორის იყვნენ: ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე, ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელი დავით ყალიჩავა, თბილისის მერის მრჩეველი კახაბერ ცეცხლაძე და ძალოსნობის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები.

სასჯელაღსულების სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა ქალი მსჯავრდებულებისთვის სპორტული ვიქტორინა გამართეს და გამარჯვებულებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და მუსიკალური ინსტრუმენტები თავიანთი ხელმოწერებით გადასცეს. ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებმა თათია ლორთქიფანიძემ და სოფო მუკათარიძემ კი სპორტულ-საჩვენებელი გამოსვლაც შესთავაზეს მსჯავრდებულებს.

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა სამინისტროს იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ქალ მსჯავრდებულებთან ერთად გაგვეზიარებინა ტკივილიც, სიხარულიც და გამარჯვებაც. ჩვენ ჩავატარეთ ვიქტორინა, რომელშიც ქალბატონებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულად უნდა ტარდებოდეს, რაც ყოველმხრივ დადებითად აისახება როგორც მსჯავრდებულებზე, ასევე ჩვენზეც. აქედან დადებითი ემოციებით მივდივართ,“-განაცხადა კახი კახიაშვილმა.

ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო იყო, თუ რა ვითარება დახვდებოდა N5 ქალთა დაწესებულებაში.

„თავდაპირველად მსურს ყევლა მათგანს თავისუფლება და სწორი გზით ცხოვრება ვუსურვო. ჩვენი ვიზიტი სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოვუწოდოთ. შევეცადეთ ქალბატონები გაგვეხარებინა. მომავალშიც მივესალმები მსგავს ღონისძიებებს,“- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებისა და სტუდია „გუთნის“ წარმომადგენლის დავით ყალიჩავას განცხადებით, კოლეგებთან ერთად ის ხშირად სტუმრობს პენიტენციურ დაწესებულებას.

„სტუდია „გუთანი“ და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება 11 თვეში დაახლოებით 20-ჯერ ვიყავით დაწესებულებაში და მსჯავრდებულებს ეროვნულ-მართლმადიდებლურ ფილმებს ვაჩვენებდით. აღნიშნული იდეა ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად დაიბადა. ვიმედოვნებ მიმდინარე წლის განმავლობაში არა მარტო ძალოსანი, არამედ ყველა სახეობის ოლიმპიელები შემოვლენ და შეხვდებიან მსჯავრდებულებს,“-განაცხადა დავით ყალიჩავამ.

დღესვე, სპორტსმენების დახმარებით N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას პიანინო გადაეცა.

შსს - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართ

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

27 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე მ.კ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 3815 ლარის ღირ

თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამეს და დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით - ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 21:12

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოახდინა და დაუყოვნებლივ დაიწყო მისი ადგილსამ

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

26 ოქტომბერი, 2020 , 20:23

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პ

პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

26 ოქტომბერი, 2020 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

26 ოქტომბერი, 2020 , 10:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.