უკან
მსოფლიო
22 მარტი, 2018 17:15
ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მანამდე პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება სავჩენკოსთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ, ასევე თანხმობა განაცხადა მის დაკავებასა და დაპატიმრებაზე.
მას შემდეგ, რაც სავჩენკოს ბრალი წარუდგინეს, ის სამართალდამცველებთა ერთად რადას შენობიდან გამოვიდა. სავჩენკოს შესთავაზეს, მანქანით გამგზავრებულიყო უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაში, თუმცა სავჩენკომ ფეხით წასვლა არჩია.
ცნობისთვის, 15 მარტს გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სამი შუამდგომლობით მიმართა უმაღლეს რადას. ლუცენკოს თქმით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ სავჩენკო გეგმავდა, აეფეთქებინა სხდომათა დარბაზი, ხოლო გადარჩენილებს ის უკვე ავტომატით ჩაცხრილავდა.