უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2024 11:33
font-size

ნადირობის სეზონის გახსნიდან 20 დღეში უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინეს.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 35 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში; 31 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 - შიდა ქართლში, 9 - ქვემო ქართლში, 5 - კახეთში, 5 - სამცხე-ჯავახეთში, ასევე 5 - გურიაში, 3 ფაქტი კი, მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 94 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია; 9 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 1 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 20 დღეში ამოღებულია 94 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე! ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს - ირაკლი პაპიაშვილი

20 მარტი, 2025 , 18:39

გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობის მე-9 დღეს, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს, ინფორმაციას მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილი ავრცელებს: "ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში! გიორგ

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსები ფინანსების ეფექტიანად სამართავად

20 მარტი, 2025 , 18:17

საქართველოს ბანკი არაერთი წელია, ბიზნესის წამოწყებითა და განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი პროექტია  Businesscourse.ge, რომელმაც 2018 წლიდან ათობით ათას ადა

საქართველოში ლიეტუველი უფლებადამცველი არ შემოუშვეს

20 მარტი, 2025 , 15:14

საქართველოში ლიეტუველი უფლებადამცველი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ყოველგვარი განმარტების გარეშე გააბრუნეს. "ჩემს საყვარელ საქართველოში ზუსტად 15-წლიანი ცხოვრე

GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ქეი.ენ.ჯი ველნესი` დაჯარიმდა

20 მარტი, 2025 , 15:09

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ცნობით, მათ მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ სექტორში, შპს „ქეი.ენ.ჯი ველნესი" 5555 ლარით დაჯარიმდა.

ბოლო 13 წლის განმავლობაში ფორმირებული ქართველების ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ შეხედავ, სირცხვილის გამო უნდა გაწითლდე - გოჩა მირცხულავა

20 მარტი, 2025 , 12:26

ბოლო 13 წლის განმავლობაში ფორმირებული ქართველების ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ შეხედავ, თუ სულ ოდნავ ნამუსი გაქვს, სირცხვილის გამო უნდა გაწითლდე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს. „რამდენ

საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს - სახალხო დამცველი

20 მარტი, 2025 , 11:27

სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა, მათ შორის, საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი