უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2018 17:40
font-size

ნაძალადევის რაიონში 43-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედელი შენდება

ნაძალადევის რაიონში, თმოგვის II შესახვევის N23-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ მისამართზე ნაყარი მიწის ჩამოშლის შედეგად, 43 მ სიგრძისა და ექვსი მ სიმაღლის კედლის მოწყობა გახდა საჭირო.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„ვასრულებთ ერთ-ერთი ყველაზე რთული კედლის მშენებლობას. მოსახლეობის უსაფრთოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება. მიწის ჩამოშლის შემდეგ, ტერიტორია მეწყერსაშიში გახდა. არსებული პროექტის შეცვლა და სამუშაოების მოცულობის გაზრდა მოგვიწია. საბოლოოდ, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც მოსახლეობის ინტერესში შედიოდა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

თომგვის II შესახვევში კედლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 171 607 ლარს შეადგენს.

აღნიშნული მისამართის გარდა, მიმდინარე წელს, რაიონის მასშტაბით, ათი საყრდენი კედელი აშენდა, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 579 394 ლარი გამოყო.

კონკურენციის სააგენტომ თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

22 აპრილი, 2019 , 14:22

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკვლევის დაწყების მიზეზი „აუთდორ.ჯის“ წინააღმდეგ შპს „ჯევერს დეველოპმენტის&l

ელმავალმშენებლის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

22 აპრილი, 2019 , 14:05

ელმავალმშენებლის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მუშების თქმით, მართალია სახელფასო დავალიანება დაიფარა, მაგრამ დეკემბრის შემდეგ წარმოება გაჩერებულია და შესაბამისად, საწარმოს თანამშრომლები საარსებო წყაროს გარეშე არიან

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

22 აპრილი, 2019 , 11:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს. საგანგებო სიტუა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გამოყენების აკრძალვას აპროტესტებენ

22 აპრილი, 2019 , 11:08

მთავრობის ადმინისტრაციასთან 100-მდე ელექტრომობილის მეპატრონე აქციას მართავს. ისინი ბათუმიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოს 5 მარტის დადგენილებას აპრ

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 აპრილი, 2019 , 10:13

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საა

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019