უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 ივნისი, 2017 15:20
font-size

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს

მთავარ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მიზანს ქართველი პროკურორებისთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა. სასწავლო პროცესს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი უძღვებოდა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: დასაბუთებული განაჩენის აუცილებლობა, საპროცესო შეთანხმება, ირიბი ჩვენება და სხვა თემატური საკითხები. სასწავლო კურსი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.

ტრენინგი საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან" მხარდაჭერით განხორციელდა.

სასწავლო პროცესში, საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, 22-მა პროკურორმა მიიღო მონაწილეობა. ადამიანის უფლებათა დაცვა და სამუშაო პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი