უკან

ეკონომიკა

14 მაისი, 2019 15:50
font-size

ნაღდი ფულის მიმოქცევის და მართვის თემაზე საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

14-16 მაისს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, კომპანია “Currency Research”, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანაორგანიზებით ნაღდი ფულის მიმოქცევისა და მართვის თემებზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპისა და რეგიონის ცენტრალური და კომერციული ბანკების, ასევე ფულის მწარმოებელი, დამხარისხებელი და ამ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიება წელიწადში ერთხელ რეგიონების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს პირველად, ICCOS Europa - ს მასპინძელი საქართველოა.

შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბურკიაშვილმა მიმართა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე ისაუბრა.

“მოხარულნი ვართ, რომ პირველად რეგიონის მასშტაბით, საქართველოა ICCOS Europa-ს მასპინძელი. აღნიშნული კონფერენცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ნაღდი ფულის მართვის სფეროში არსებული პერსპექტივები, იდეები, თანამედროვე ტექნოლოგიები, სტრატეგიები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით საქართველოს ეროვნული ბანკის მიღწევები ამ მიმართულებით და გავუზიარეთ მათ ჩვენი გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა დსთ-ს სივრცეში, რომელსაც ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი აქვს.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ და იმსჯელონ ნაღდი ფულის მართვისა და საგადახდო სფეროში არსებულ გლობალურ ტენდენციებზე, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და ამ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმები. ასევე, შეხვდნენ ნაღდი ფულის მართვასთან დაკავშირებულ კომპანიებს და ადგილზე გაეცნონ მათ პროდუქტებსა და მომსახურებებს.

ვიმედოვნებ, რომ ამ პრესტიჟული ღონისძიების შემდგომ საქართველო კიდევ არაერთი შეხვედრის მასპინძელი იქნება“, - განაცხადა ვახტანგ ბურკიაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან სამუშაო პროცესს.

საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში კი, 16 პროცენტით გაიზარდა

19 ივლისი, 2019 , 15:30

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში 16 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან რუსულ ბაზარზე გავიდა. საუბარია

გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება

18 ივლისი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა, ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების შეთანხმე

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა

18 ივლისი, 2019 , 15:45

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც. საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდის გამოშვ

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს