უკან

სამართალი

16 ივლისი, 2020 11:39
font-size

ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკებია ამოღებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ი.ხ. და 1996 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკოპლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“. აღნიშნული ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული 180 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს.

,,პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4200 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,ექსტაზი" და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები: „მდმა“, „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“ ამოიღო.

ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7200 აშშ დოლარი, 3520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს

4 აგვისტო, 2020 , 16:20

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, &bd

დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

4 აგვისტო, 2020 , 14:50

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან ზეწოლის შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მოზარდი უკვე დაკითხა. ამ ეტაპზე ლონდა თოლორაიას უწყებაში სამართალდამცავების გამოკითხვა მიმდინა

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

3 აგვისტო, 2020 , 22:29

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგ

დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

3 აგვისტო, 2020 , 16:20

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. უწყების

ნარკორეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს - დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა

3 აგვისტო, 2020 , 14:45

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა-დაკავებულია ნარკორეალიზატორთა ჯგუფი, რომელთა მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე ლარი შეადგინა, &ndash

დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს - დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

3 აგვისტო, 2020 , 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტროში "შაბათის ფორმულას"  წამყვანის დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა  დასრულდა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ქაშიაშვილმა თქვა, რომ  გამოძიებისთვის  თამარ  ბაჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე