უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მარტი, 2021 12:20
font-size

„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები კერძო კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

„ნამახვანჰესის“ პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არა თუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ „ნამახვანჰესთან“ სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების ანალიზშია ნათქვამი.

ანალიზის თანახმად, ხელშეკრულებიდან ასევე ჩანს სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.

„ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი. იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით.

შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნესრისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული.

ეკონომიკის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა ამ ხელშეკრულებას. ის მხოლოდ 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა დოკუმენტის ნაწილი მოიპოვა და გამოაქვეყნა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა შეისწავლა ეს ხელშეკრულება და დოკუმენტში შეთანხების შინაარსს კრიტიკულად მიმოიხილავს. „ნამახვანჰესი“ ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას ხელშეკრულების მიხედვით: სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად სამი პროცენტით გაიზრდება. რატომ არის პრობლემა: სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ხელშეკრულების მიხედვით: გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე (სექტემბერი – აპრილის პერიოდი) 15 წლის მანძილზე, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, რომ 2022 წლის პირველ იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს. რატომ არის პრობლემა: 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული, ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ „ნამახვანჰესი“ საქართველოს გაზრდილ ენერგოსაჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, გადამცემი ხაზების გაძლიერება საქართველოს ფინანსური ვალდებულებაა, ხოლო თუ სახელმწიფომ დროულად არ შეასრულა ეს ვალდებულება, კომპანიას კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ქვეყნის ბიუჯეტიდან.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანისათვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰა-მდე მიწის ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია, ერთ ლარად გადასცეს კომპანიას სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც”, მაშინაც კი, თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი. რატომ არის პრობლემა: ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ წიაღისეული რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლად. ამასთან, მიწის „საჭიროებას“ ადგენს კომპანია, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ შეეხება რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. თუ „საჭირო მიწა“ იქნება ისეთი კერძო პირის საკუთრებაში რაჭა-ლეჩხუმის ან იმერეთის ტერიტორიაზე და რიონის ხეობის ფარგლებში ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც გასხვისებაზე უარს იტყვის, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის ექსპროპრიაციის/ჩამორთმევის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას.

კომპანიას უფლება აქვს, გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი. ამასთან, ხელშეკრულება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ცხენისწყლიდან კომპანიისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა მთავრობის ვალდებულებაა. ასევე, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ რიონის ზედა წელის გამოყენებით საფრთხე არ შეექმნება „ნამახვანის“ გამომუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო აანაზღაურებს ყველა დანაკარგს. რატომ არის პრობლემა: კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის. მეტიც, სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით.

ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. ასევე, მთავრობა იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კომპანიას მოჭრილი ხის მასალის დასაწყობების პროცესში. რატომ არის პრობლემა: კომპანია უფლებამოსილია, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე. ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანიას შეუძლია, თავის სარგებლობა/საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე მოჭრას ხე-ტყე. კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს.
ხელშეკრულების მიხედვით, თუ კანონმდებლობაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ ან ფინანსურ მდგომარეობაზე მოახდენს არსებითად უარყოფით გავლენას, ან შეიცვლება ელექტროენერგის სისტემის ოპერირების ან/და ელექტროენერგიით ვაჭრობის წესები, მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, რომ ეს ცვლილებები აისახოს ხელშეკრულებაში (მაგალითად: ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობებში) ისე, რომ კომპანიის ეკონომიკური და ფინანსური პოზიცია, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, შენარჩუნდეს. Შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ფისკალურ ტვირთებს მხოლოდ სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე. რატომ არის პრობლემა: იმ პირობებში, როდესაც საქართველო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქტიურად მუშაობს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, მოსალოდნელია არსებითი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ენერგეტიკის დარგში. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, შეთანხმების ეს პუნქტი უახლოეს მომავალში სახელმწიფოსთვის მძიმე ფისკალურ ვალდებულებებს დააკისრებს.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია და „პროექტის მონაწილეები“ უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს. რატომ არის პრობლემა: მთავრობა არა მხოლოდ ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე, დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია მიმართავს ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობას, რომ დასაქმებულების საშუალოდ 70/50/70/80% (დამოკიდებულია პროექტის სტადიაზე) იყოს საქართველოს მოქალაქე. ამასთან, ეს პირობა შესრულდება იმ შემთვევაში, თუ კომპანია შეძლებს საკმარისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეების პოვნას, რომლებიც კომერციულად იმავე პირობებით იმუშავებდნენ, როგორც უცხოელები. რატომ არის პრობლემა: ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დასასაქმებლად „ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობაზე“ საუბრობს, პროცესზეა ორიენტირებული და არა შედეგზე, რაც დადგენილი პირობების გათვალისწინებით, არ გულისხმობს კომპანიის ვალდებულებას, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ნაწილში. იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან, ამიტომაც, ადგილობრივების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ე.წ. შავ სამუშაოზე დასაქმდება. Შესაბამისად, თუ კომპანია იაფ და მათი შეფასებით „კვალიფიციურ” მუშახელს ადგილზე ვერ მოიძიებს, სრულებით თავისუფალია, ასეთ მუშახელად უცხოელები გამოიყენოს.

ხელშეკრულების მიხედვით, გამიჯნულია ფიზიკური და არაფიზიკური (პოლიტიკური) ფორს-მაჟორული გარემოებები და მათ მიერ გამოწვეული შედეგები განსხვავებულად რეგულირდება. ფიზიკურ, იგივე არაპოლიტიკურ ფორს-მაჟორს მიეკუთვნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია და სხვა. პოლიტიკურ ფორს-მაჟორულ გარემოებებს განეკუთვნება ნებისმიერი საომარი მოქმედება, შეიარაღებული კონფლიქტი, რევოლუცია, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, ბლოკადა, ემბარგო და სხვა. ასევე, ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას. ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანიც, იგივე „დანაკარგი“, რომელიც ხელშეკრულებით უკიდურესად ფართოდ განმარტებული ტერმინია. რატომ არის პრობლემა: ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო არა მხოლოდ არ თავისუფლდება პოლიტიკური ფორ-მაჟორის დროს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან (მაგ. ელექტრო-ენერგიის საფასურის შეუფერხებლად გადახდა), არამედ უფრო მეტიც, თუ კომპანიას ამ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული, გარემოებებით მიადგება ზიანი, მთავრობა ვალდებულია, კომპანიას ზიანიც აუნაზღაუროს. მეორე მხრივ, პოლიტური ფორს-მაჟორის დროს, თუ კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები, ეს საპატიოდ ითვლება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, რამდენადაც ის არსებითად თმობს სახელმწიფო ინტერესებს კერძო კომპანიის სასარგებლოდ, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობით გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანთან და საფრთხეებთან ერთად, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეკონომიკურ სარგებლიანობას და როლს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში“, – ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზსში.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

10 აპრილი, 2021 , 10:40

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი

უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები

9 აპრილი, 2021 , 14:40

„საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს მომავალს, რის გამოც მოითხოვენ, „ხელისუფლება

ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე

9 აპრილი, 2021 , 14:40

მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება. ამის შესახებ მან „ევროპის მოედანზე“ განაცხადა, სადაც მოქალაქეთა შეკრება იმართება. „ყელა ვხედავთ, რომ შეტევა

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 , 12:45

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. "9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, თუ ჩვენ პატივს ვც

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი

9 აპრილი, 2021 , 12:32

ვფიქრობ, რომ ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, როემლიც გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62

9 აპრილი, 2021 , 11:20

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში – 91, აჭარაში – 62, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გ