უკან

საზოგადოება

12 აპრილი, 2021 17:40
font-size

ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება გვაფიქრებინებს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას - ანა დოლიძე

„ჩვენს ხელისუფლებას ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, ფაქტია, რომ ვერ ხსნის და ასაბუთებს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებას, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. ეს გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას,“ - ამის შესახებ “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან ნამახვანი ჰესზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო რიონის მცველებს. ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა - რატომ არის გადაცემული იმაზე ბევრად მეტი ტერიტორია კომპანიისთვის, ვიდრე მას სჭირდება, რატომ არის გადაცემული წიაღისეულის მოპოვების უფლება და რატომ არ არის ტერიტორია გადაცემული იჯარით და არის მიყიდული. ყველაფერი ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ხდებოდა სხვა ჰესებთან მიმართებაში. ჩვენ ხელისუფლებას მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, რაც სერიოზული საფუძველია ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას და თუ ეს ხელისუფლება ამას არ გამოიძიებს, ამას გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება. დარბევები, კარვების აშლა, ხალხის შეგზავნა და დეზინფონმაცია არის დაკავშირებული იმასთან, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხები სერიოზულ კითხვებზე, რომლებიც ჰესთან მიმართებაში არსებობს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა

19 მარტი, 2024 , 12:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მ

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი