უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 ოქტომბერი, 2016 15:45
font-size

ნანა კაკაბაძე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს პასუხობს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის მიმართვას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატებისადმი მხარდაჭერის მოწოდებას შეეხება. მედიანიუსი კაკაბაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პროდასავლური პარტიებისადმი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის“ მიმართვის პასუხად იმ ფონზე, როდესაც მიმართვის ავტორების აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს შეუწუხებია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გამეფებულ „დაუბალანსებელ, ერთპარტიულ მმართველობას“, ღიმილის მომგვრელია მათი არაადეკვატური პრეტენზია, თავი წარმოაჩინონ დასავლური ღირებულებების ხმალამოღებულ დამცველებად და მოუწოდონ იმ პარტიებს, ვისთვისაც „ღირებულია ქვეყნის განვითარების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები“, რომ მათ გამოიჩინონ „პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდონ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდონ მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ“.

რეალურად “არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისაკენ მოწოდება” მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისაკენ ისტერიული მოწოდებაა, რადგან მეორე ტურში ქართული ოცნების ოპოზიცია ფაქტიურად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა. ანუ ჩვენ მოგვიწოდებენ, იმისათვის რომ ქართულმა ოცნებამ არ მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა, დავირაზმოთ და ერთხმად მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას, რათა მათი 27 დეპუტატი გახდეს 71, ხოლო ოცნებას დარჩეს 67. მოკლედ, მოგვიწოდებენ, რომ მოვახდინოთ ნაცების ხელისუფლების რეანიმაცია. ლოგიკურად უნდა დავასკვნათ, რომ მიმართვის ავტორთა აზრით, სწორედ ასეთ შემთხვევაში მოხდება “ევრო-ატლანტიკური ვექტორისა და ლიბერალური ღირებულებების დაცვა”.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობის მანტიამოსხმული ნაცმოძრაობის ეს პროპაგანდისტები სულ არ დარდობდნენ იმას, რომ ისინი, ვისი მხარდაჭერისკენაც მოუწოდებენ პარტიებს, თავისი მმართველობის დროს სწორედ კონსტიტუციისა და კანონების ჭრა-კერვით და საკუთარ ტანზე მორგებით, სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცით, მთელი საინფორმაციო სივრცის აგიტაცია-პროპაგანდის იარაღად გადაქცევით, ნებისმიერი ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნით და მისთვის მტრული ქვეყნის აგენტურის იარლიყის მიკერებით იყვნენ დაკავებულები და თუმცა ლიბერალური ღირებულებების დამცველების ლოზუნგებს იყვნენ ამოფარებულები, რეალურად მათი მმართველობის ფორმები და მეთოდები ნეოფაშისტურ და ნეობოლ-შევიკურ ნაზავს წარმოადგენდა.

ან იქნებ, “ევრო-ატლანტიკური ვექტორისა და ლიბერალური ღირებულებების დაცვა” იყო მოქალაქეთა განკუ-ლაკება და კერძო საკუთრების ნაციონალიზაცია ადეკვატური კომპენსაციის გარეშე, ბიზნესის ფარული თუ აშკარა რეკეტი და ყველაზე მომგებიანი ბიზნესების სახელისუფლო მონოპოლიზაცია, ისეთი სასამართლოს არ-სებობა, რომელშიც პრაქტიკულად გამორიცხული იყო გამამართლებელი განაჩენების გამოტანა და რომელიც ორიენტირებული იყო არა ჭეშმარიტების დადგენაზე, არამედ მხოლოდ იმის ხელშეწყობაზე, რომ ბრალდებულს ეღიარებინა (ან საკუთარ თავზე დაებრალებინა) დანაშაული, ემხილებინა სხვა დამნაშავე (ან ვინმესთვის დაებრალებინა) და ამის საფუძველზე, სოლიდური ჯარიმის (ფაქტიურად ლეგალიზებული ქრთამის) გადახდით და საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით მოეპოვებინა თავისუფლება ან რაიმე სხვა შეღავათები... ან იქნებ მხოლოდ ის იყო მთავარი, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ევროპული დროშის ფრიალის აკომპანიმენტით. შედეგად საქართველოში თვალთმაქცობისა და ფარისევლობის სიმბოლოდ იყო გადაქცეული ევროპული დემოკრატიული ღირებულებები, ანუ თავდაყირა დაყენებული ღირებულებათა სისტემა და საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით მოფრიალე ევროკავშირის დროშა, რომელიც მთელი მსოფ-ლიოსთვის თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას განასახიერებს, ჩვენთან კარიკატურულად გამოიყურებოდა. რაც მთავარია, ამ მოწოდების ავტორთა შორის ბევრია ისეთი, რომელიც ამ თვალთმაქცობას ხელს უწყობდა.

ან იქნებ ის ერთპარტიული პარლამენტი იყო “ევრო-ატლანტიკური ვექტორისა და ლიბერალური ღირებულებების დაცვა”, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვადაში იღებდა პრეზიდენტისგან ნაკარნახებ ნებისმიერ კანონს. ან იქნებ ნაცების მმართველობის დროს იყოფოდა ხელისუფლების რეალურად 3 შტოდ და გარანტირებული იყო მათი დამოუკიდებლობა, ურთიერთდაბალანსება და ურთიერთკონტროლი, ან იქნებ არ იყო იმ დროს სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობდნენ მხოლოდ აგიტაცია-პროპაგანდის იარაღად ქცეული სახელისუფლო ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფ-ლების ნებისმიერი ოპონენტისაგან მტრის ხატს ქმნიდნენ მისთვის მტრული ქვეყნის აგენტურის იარლიყის მიკერებით?

ან იქნებ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვას და ევრო-ატლანტიკურ ვექტორს” წარმოადგენდა ხელისუფლების მხრიდან მმართველი პარტიის გაიგივება სახელმწიფოსთან და იმის მუდმივი პროპაგანდა, რომ რაც კარგია ნაცების პარტიისთვის, ის კარგია ქვეყნისთვის და რომ ამიტომ ნების-მიერი კანონი უნდა მოერგოს პარტიის ინტერესებს, როდესაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ ითვ-ლებოდა ნებისმიერი დონის არჩევნებში ყველანაირი უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მმარ-თველი პარტიის გამარჯვების დასაფიქსირებლად, რადგანაც “მხოლოდ მმართველმა პარტიამ იცოდა ქვეყნისა და ხალხისათვის ყველაზე სწორი და სამართლიანი გზა” და ამიტომ ნებისმიერ არჩევნებში წარმატების მისაღ-წევად სრულიად გამართლებულად ითვლებოდა მთელი სახელმწიფო რესურსების (სახელმწიფო აპარატი, სახელმწიფო ფინანსები, რეპრესიული მეთოდები, უსამართლო სასამართლო და ა. შ.) გამოყენება.

ან იქნებ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ევრო-ატლანტიკურ ვექტორი” იყო საზოგადოების მართვის მეთოდებად და ხელისუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად მოქალაქეთა ტოტალური კონტროლის, ძალადობის, დაშინებისა და მოსყიდვის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლიტიკური პოზიციის გამო მოქალაქის (ან მისი ოჯახის წევრის) სამსახურიდან გათავისუფლება, კანონისად-მი მომხმარებლური დამოკიდებულება და ლენინურ ლოზუნგზე
(“Интеллигенция - говно”) დაყრდნობით მოაზროვნე ინტელიგენციის “ჩარეცხილებად” გამოცხადება.

იქნებ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ევრო-ატლანტიკურ ვექტორისკენ სწრაფვა” იყო მიტინგების სადისტური და საჩვენებელი მეთოდებით დაშლა, ხოლო პერიოდულად - ხალხის დასაშლელად გამოყვანილი პოლიციის ქვედანაყოფებისგან ქვეყნის პრეზიდენტის სახელის სკანდირება (რაც შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ კომუნისტურ და ფაშისტურ რეჟიმებში), იდეოლოგიზირებული პიონერთა თუ კომკავშირელთა მსგავსი ბანაკების თუ "ჰიტლერიუგენდის" ტიპის ორგანიზაციების ფუნქციონირება "პატრიოტების", ნახევრად ლეგალური «ზონდერ-ბრიგადების», თუ კომკავშირის ტიპის სტუდენტური თვითმმართველობების სახით, რომელთა გავლა კომკავშირული ტრადიციის მიხედვით, პარტიული კარიერის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური იყო.

ნუთუ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ევრო-ატლანტიკურ ვექტორი” იყო იმ ორგანოების ერთი ცენტრიდან მართვა, რომლებიც მოქალაქეს აპატიმრებენ, საქმეს იძიებენ, ასამართლებენ და სასჯელს აღასრულებენ, როდესაც ერთ გუნდს წარმოადგენდა შსს (რომელშიც, ბოლშე-ვიკური რეჟიმის მსგავსად, გაერთიანებული იყო უშიშროების სამსახურიც), პროკურატურა, უსამართლო სასა-მართლო და სასჯელაღსრულების დაწესებულებები, რაც საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას ყოველთვის გამარჯვებული გამოსულიყო კონკრეტულ, თუნდაც ცამდე მართალ რიგით მოქალაქესთან დაპირისპირებაში.

იქნებ მართლა “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვად და ევრო-ატლანტიკურ ვექტორად” მიაჩნიათ მიმართვის ავტორებს სახელმწიფო მოხელეთა უფლებამოსილებების უზომოდ გაზრდა და ამის პარალელურად რიგითი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალურად შეზღუდვა და ამ ყველაფრის კეთება ქვეყნის ინტერესების დაცვის ფსევდო-პატრიოტული ლოზუნგების ფონზე. მთავარი აქცენტის გაკეთება სახელმწიფოს სიძლიერის სიმბოლოებად გამოცხადებული ინსტიტუციების – არმიისა და პოლიციის ძლევამოსილების სისტემატურ დემონსტრირებაზე, რაც ხელისუფლების მხრიდან მხარდამჭერთა მობი-ლიზაციისა და რიგით მოქალაქეთა შორის პროტესტის გამოვლენის სურვილის ძირშივე აღმოფხვრის მიზანს ემსახურებოდა. ძალოვანი სტრუქტურების უძლეველობის ჩვენების ფონზე საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების წარმოება და პროპაგანდისტული მანქანის მიერ ამის კრიმინალთან ბრ-ძოლად და ქვეყანაში წესრიგის დამყარებად წარმოსახვა, ხელისუფლების იდეოლოგების მიერ ყველა ანტიჰუ-მანური და უსამართლო მოქმედების ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით გამართლება, საპროტესტო აქციების სამაგალითო სისასტიკით დარბევა და ა.შ.

მორიდებით შევახსენებთ მოწოდებაზე ხელმომწერებს, რომ დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, ასევე იცავს წამებისაგან, მონური შრომისაგან, უკანონო დაკავებისგან, უსამართლო სასამართლოსგან, ყოველგვარი დისკრიმინაციისგან და სხვა უკეთურობებისგან მოქალაქის თავი-სუფლების უფლებას, რისი სისტემატური დარღვევა და სრული იგნორირება ნაცების ხელისუფლების სამარკო ნიშანი იყო.

ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისაკენ გულმხურვალედ მომწოდებელ «სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს» ჩვენი მხრიდან მოვუწოდებთ, რომ ტყუილად ნუ ეცდებიან “დემოკრატიის პრინციპებით, ლიბერალური ღირებულებებით და ევრო-ატლანტიკური ვექტორით” მანიპულირებას, რადგან ხალხმა კარგად იცის, რომ სწორედ ნაციონალმა მოძრაობამ გადააქცია ეს პრინციპები თვალთმაქცობისა და ფარისევლობის სიმბოლოდ, დაიყვანა ისინი მხოლოდ პრიმიტიულ ანტირუსულ ისტერიამდე, რომელიც საბოლოო ჯამში სწორედ რუსეთისათვის ქართული ტერიტორიების გადაცემით დასრულდა. მათი მხარდაჭერისაკენ მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა ბნელ წარსულში დაბრუნების სურვილის ღიად გაცხადება, რასაც ქართველი ხალხი ვერ გაიზიარებს, რაც არ უნდა ლამაზი ფრაზეოლოგიით და სწორ ღირებულებებზე აპელირებით შეფუთოთ ეს მოწოდებები~, _ ნათქვამია ნანა კაკაბაძის განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ გამოძიება `ომეგა ჯგუფთან` და ტელეკომპანია `იბერიასთან` დაკავშირებით გავრცელებული ყველა ჩანაწერით უნდა დაინტერესდეს

18 სექტემბერი, 2018 , 16:25

დღეს ჩვენ ვისმენთ ჩანაწერებში სხვადასხვა სახელებისა და გვარების მოხსენიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართულნი თუ არა,- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკო

საგამოძიებო ორგანომ იმ კითხვებს უნდა უპასუხოს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა - არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო და მან იმ კითხვებს უნდა უპასუხოს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს, რომელშიც სავა

გამოძიება უნდა დაიწყოს და რაც შეიძლება მალე დადგინდეს ყველაფერი - გიორგი გახარია ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

შს მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. "რო

სალომე ზურაბიშვილს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ - გიგი უგულავა

18 სექტემბერი, 2018 , 11:10

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოსთვის ნელი მოქმედების ნაღმია და ის უნდა აიძულონ, საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშოს. „ჯანდაბას

ისეთი ტიპის გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით მიღება, როგორიც არის კანაფის კულტივაცია, არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა - მამუკა ბახტაძე

18 სექტემბერი, 2018 , 10:40

ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კანაფის კულტივაცია, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით არ მიიღება; ეს არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი, - ამ

რეკეტი ივანიშვილის სახელით და ბიზნესის გადანაწილების სქემა - `იბერიის` და `ომეგა ჯგუფის` საქმის სკანდალური ჩანაწერები

17 სექტემბერი, 2018 , 17:05

ახალი სკანდალური ჩანაწერები და "კურიერის" ექსკლუზივი - „იბერიას“ და „ომეგა“ ჯგუფის საქმეში ივანიშვილის გვარი გამოჩნდა. "კურიერს" ხელში ჩაუვარდა მორიგი სკანდალური ჩანაწერი, ჩანს თუ როგორც ცდილობს ხ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`