უკან

რეგიონები

22 იანვარი, 2020 14:35
font-size

ნარინჯისფერი რთველი დასრულდა

2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

"ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ტ), ბელარუსში (319 ტ), ყაზახეთსა (140 ტ) და ყირგიზეთში (58 ტ). საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური. პროდუქციის მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6-დან 2.0 ლარამდე იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით 10 ათასი ტონა შეადგინა",- აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ წლევანდელი მოსავალის მაღალი ხარისხი დიდწილად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა განაპირობა.
ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ნარგავებში ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები - თერმული ნისლით დამუშავდა ტერიტორიები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობდა ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501).

კახეთის რეგიონში პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

21 თებერვალი, 2020 , 18:13

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება. პირველ ეტა

საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა - პრემიერი

21 თებერვალი, 2020 , 16:05

წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, -

წლის ბოლომდე საქართველოში 26 ე.წ. საქმიანი ეზო მოეწყობა

21 თებერვალი, 2020 , 11:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები კახეთის რეგიონშიც აქტიურ ფაზაშია. საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყე

ნინო ლომჯარია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

20 თებერვალი, 2020 , 16:20

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. სახალხო დამცველის აპარატიდან ცნობით, საუბრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ხმაური და ჰაერის დაბინძურება გამოი

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა - მაშველები თოვლში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

15 თებერვალი, 2020 , 17:50

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა. ზვავი დაახლოებით 1 საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინ

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში 160 ლიტრი საწვავი ჩაატია

15 თებერვალი, 2020 , 15:20

აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად, ზუგდიდის მერიაში არსებული დარღვევები გამოავლინა. ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია , - ვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`