სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 პირია დაკავებული, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, მოლდოვას, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები.
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1998 წელს დაბადებული გ.ა., 1983 წელს დაბადებული გ.კ., 1993 წელს დაბადებული თ.რ., 1987 წელს დაბადებული თ.კ., 1997 წელს დაბადებული დ.კ., 2001 წელს დაბადებული ნ.მ., 2000 წელს დაბადებული ო.დ. და წარსულში ნასამართლევი პირები 1987 წელს დაბადებული ა.ქ., 2000 წელს დაბადებული ნ.კ.
ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული რ.რ., 1992 წელს დაბადებული ა.ა., 1984 წელს დაბადებული მ.პ., 1979 წელს დაბადებული ე.ჰ. და 1998 წელს დაბადებული ა.ა.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე დაკავებულები არიან 1996 წელს დაბადებული ჯ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული ს.გ.,
1993 წელს დაბადებული ნ.ს., 2001 წელს დაბადებული ვ.კ., 1997 წელს დაბადებული ვ.კ., 1992 წელს დაბადებული რ.მ., 1989 წელს დაბადებული ს.მ., 1980 წელს დაბადებული ს.ე. და 1996 წელს დაბადებული ბ.პ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 262-ე, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს
11 დეკემბერი, 2025 , 14:30
საიამ 2019 წლის 20 - 21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე მოიგო
11 დეკემბერი, 2025 , 14:14
დაკავებულია შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი ვახო თურმანიძე და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი
11 დეკემბერი, 2025 , 14:09
როგორც ივანიშვილის ზებრა არ გახდება არაბული თეთრი რაში, ისე ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსული. ბრძოლა ბოლომდე! - ირაკლი ნადირაძე
10 დეკემბერი, 2025 , 16:11
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
10 დეკემბერი, 2025 , 10:04
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
9 დეკემბერი, 2025 , 19:23


