სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
„დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე - შსს
12 მარტი, 2026 , 10:59
ავტომობილის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს
10 მარტი, 2026 , 11:42
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი - სუს-ი
9 მარტი, 2026 , 16:03
ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელმაც ზუგდიდში 14 და 16 წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ ძალადობის გარეშე, გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
6 მარტი, 2026 , 14:21
თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე - შსს
5 მარტი, 2026 , 17:47
უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი
4 მარტი, 2026 , 20:38


