უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 აგვისტო, 2022 13:25
font-size

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინის" შემცველი ფხვნილი, 3 კილო და 152 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს და ნარკოტიკული საშუალება "4-CMC"-ს შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი. აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა -შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი