უკან

კომენტარი

22 ნოემბერი, 2017 16:40
font-size

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი საფრთხის შეცვლელია - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგიის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტში სამართლებრივი რეგულაციები ისეთი უნდა იყოს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

ხუნდაძის შეფასებით, პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი სერიოზული საფრთხის შემცველია.
მისი თქმით, რეფორმა აუცილებელია, თუმცა რეფორმის ფინანსური მხარეს სწორად უნდა იყოს გათვლილი და დრო სწორად შერჩეული.

„დოზები უნდა იყოს დაზუსტებული. ის, რაც კანონპროექტშია მოცემული, საფრთხის შემცველია. ევროპაში ერთი ადამიანის რეაბილიტაციისთვის 60 ევრო იხარჯება, ჩვენთან კი 2 ლარი. 2 ლარად ეს პროექტი ვერ განხორციელდება.

რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული. აუცილებელია, პროგრამა იყოს სრულფასოვანი. გარდა ფინანსებისა, კანონპროექტის ავტორების გათვლით, საჭიროა 5 სტაციონალური კლინიკა და 10 ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი. რა ფულით აკეთებთ ამას მითხარით და მე ვიქნები ამ კანონპროექტის ლობისტი. რას მოვაკლოთ, რა ფინანსებით გავაკეთოთ, ვირტუალურად?

ან რა პასუხს ვაძლევთ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, დევნილებს, ვეტერანებს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, როცა გვინდა, რომ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში 40 მილიონი ჩავდოთ. კი ბატონო, ჩაიდოს, მაგრამ საიდან, რას მოვაკლოთ და როგორ? პრიორიტეტების დაგეგმვაც სწორად უნდა ვისწავლოთ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მონიკა დავლიანიძე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი