უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მაისი, 2018 16:10
font-size

ნარკოპოლიტიკაზე სპეკულაციები უნდა დამთავრდეს - გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სპეკულაციების ახალი ტალღა დაიწყო.

„არაერთხელ იყო დაფიქსირებული პოზიცია ჩვენი მხრიდან, რომ მომხმარებლების ნაწილში ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს უფრო მეტად ჰუმანური. ამ კუთხით რომ ნაბიჯები გადასადგმელია, ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ. სამწუხაროა, რომ ქმედითი ნაბიჯები ვერა და ვერ გადაიდგა. დაუშვებელია მუდმივი სპეკულირება ამ თემით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, რომ ის, რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობთ, ის, რაზეც თითქოს ყველა თანხმდება, ასახული იყოს შესაბამის დოკუმენტებში. სამწუხაროა, რომ ახლა ახალი ტალღა იწყება სპეკულაციის, თითქოს, ჯერ ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა, არადა საქართველოს პარლამენტში დევს უკვე კანონპროექტი მოხმარების მუხლის ლიბერალიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კუთხით რეალური ქმედითი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული.

„ვიღაცას სურს, რომ ეს კვლავ აქციოს სპეკულაციის საგნად, ეს უნდა დამთავრდეს და უნდა დაიწყოს რეალური ქმედითი ნაბიჯები“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

მან დაამატა, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ანტინარკოტიკულ კამპანიას.

„ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენ მხარს დავუჭერთ და პრეზიდენტიც მზად არის, მხარი დაუჭიროს ანტინარკოტიკული კამპანიის განვითარებას ქვეყანაში, რომელსაც განახორციელებენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, იქნებიან ესენი ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე ვთქვათ ქლაბერები, ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები, თუ სხვა. ველით მათგან ინიციატივებს და მზად ვართ ანტინარკოტიკული კამპანიის კუთხით, პრეზიდენტის ინიციატივით არაერთ პროექტს დავუჭიროთ მხარი”, – თქვა აბაშიშვილმა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი