უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ნოემბერი, 2017 22:26
font-size

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია ნიშნავს ახალ ნარკომანებს, ახალ დანგრეულ ოჯახებსა და ახალ მსხვერპლს - ისკო დასენი

„ჩემი პოზიცია ასეთია, ერთი ხელის მოსმით ამ კანონის მიღება არ შეიძლება“, - ასეთი შეფასება მისცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ისკო დასენმა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შეთავაზებული ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის რეფორმას.

როგორც მან ტვ პირველის გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია ნარკომომხმარებელთა რაოდენობას მკვეთრად გაზრდის. დასენის თქმით, ეს შეხედულება უფრო გაამყარა პორტუგალიის მაგალითმა.

„პირადად შევხდი პორტუგალიის პარლამენტის წევრს, რომელიც ჩვენთან პარლამენტში იმყოფება, დავუსვით ჩვენ მას კითხვები. კანონი ისე მიიღეს, რომ არანაირი გამოკითხვა არ ჩატარებულა. ბოლოს ვკითხეთ, რა მოხდა ამ კანონის მიღების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ თავიდან მკვეთრად გაიზარდა ნარკომანების რაოდენობა. ეს ხდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს რას ნიშნავს ჩვენს შემთხვევაში? ეს ნიშნავს ახალ ნარკომანებს, ახალ დანგრეულ ოჯახებს, ახალ მსხვერპლსა და ა.შ. ჩვენ თვალწინ გაიარა 90-იანმა წლებმა, მშვენივრად ვიცით, რომ პატარა 12-13 წლის გოგოები დავკარგეთ ამ ნარკომანიის შედეგად“, - თქვა პარლამენტარმა.

დასენმა აღნიშნა, რომ ამ რეფორმის გასატარებლად მოსახლეობის სურვილია საჭირო.

„მე მაშინვე ვიქნები თანახმა, თუ მოსახლეობის 50% მაინც იტყვის, რომ ეს კანონი მისაღებია“, - განაცხადა დასენმა.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება უკვე მოხდა საკანონმდებლო ორგანოში, ხოლო მისი საპარლამენტო განხილვები მომავალი კვირიდან იგეგმება.

გუშინ უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კანონმდებლებს ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.


საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი