უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ნოემბერი, 2017 13:30
font-size

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის რამდენიმე საკითხზე სხვადასხვა უწყებას საწინააღმდეგო პოზიცია აქვს - ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ვერ თანხმდება. კერძოდ, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს რეფორმის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, ოდენობები, რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილება და საზღვრაზე შემოტანის სამართლებრივი მოგვარება.

„მე ამ პროცესს ვუყურებ ძალიან კომპლექსურად. ეს არ არის რეფორმა, რომელსაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება ეყოფა. ეს არის რეფორმა, რომელსაც სჭირდება ძალიან კომპლექსური გააზრება, ერთი მხრივ, საკანონმდებლო, მეორე მხრივ, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა რესურსების მომზადებით, ფინანსური რესურსების მობილიზებით და რა თქმა უნდა, ყველა უწყების ჩართვით, რომ რეფორმის მიზანი რაც არის, იყოს მიღწეული.

მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში გვყავდეს რაც შეიძლება ცოტა და იდეალურ შემთხვევაში, არცერთი ნარკომანიით დაავადებული ადამიანი და შევამციროთ ზიანი საზოგადოებაზე, შევამციროთ ამ ადამიანების რიცხვი იმით, რომ ვუმკურნალოთ მათ. ჩვენ საკანონმდებლო განხილვებს ვამზადებთ, სამუშაო პროცესი დაწყებულია, მაგრამ საჭიროა კომპლექსური ჩართვა ყველა უწყების. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უწყებებს აქვთ საწინააღმდეგო პოზიცია. ეს ეხება ოდენობებს, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხს, რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებას და საზღვარზე შემოტანის საკითხების სამართლებრივ რეგულირებას. აქ იქნება საჭირო გარკვეული კომპრომისების ძიება, რომ პოზიციები დაახლოვდეს“, -თქვა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ შეიმუშავა კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ. მისი ინიცირება უკვე მოხდა საკანონმდებლო ორგანოში, ხოლო რეფორმის საპარლამენტო განხილვები მომავალი კვირიდან იგეგმება.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი