უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 მაისი, 2018 13:05
font-size

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხზე ჯერ ერთი პოზიცია არ არის - ეკა ბესელია

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმდჯოამრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შესათანხმებელი საკითხი რჩება, რაც განხილული იქნება უახლოეს დღეებში.

„ამ პერიოდში, რაც ეს კანონპროექტი შემოსულია პარლამენტში, ყველა ის პირი, ვინც არის არა მხოლოდ კანონპროექტის ინიციატორი, არამედ მთავრობა, უწყებათშორისი საბჭო მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გარკვეული კონსენსუსის თვალსაზრისით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც შეთანხმება არის საჭირო. ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა, რომელზეც ვფიქრობ შეთანხმება იქნება",-თქვა ბესელიამ.

ბესელიამ აღნიშნა, რომ ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხზე.

„დოზები არის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი რჩება. ეს არის ასევე დეკრიმინალიზაციის საკითხი და ამაზე ჯერ ერთი პოზიცია არ არის. ამ საკითხზე იყოფა პოზიციები, ამიტომ ამას სჭირდება შეჯერება. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას, კანაფის ტიპის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით მოხმარების დეკრიმინალიზაცია უკვე მოახდინა, რაც სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის ცვლილებაში იქნება ასახული, მაგრამ დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას. რჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც საჭიროა პოზიციების შეჯერება და ამის შემდეგ დავიწყებთ საჯარო სხდომებს", - აღნიშნა დეპუტატმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა იყოს ალტერნატიული კანონპროექტი, ბესელიამ უპასუხა, რომ „შეიძლება იყოს“.

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია

23 იანვარი, 2021 , 10:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის. წერილის ქართულ თარგმანს აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს: „ძვირფასო ვიცე-პრეზიდენტო ჰარის

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის

23 იანვარი, 2021 , 10:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯოზეფ ბაიდენს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ის ახალ პრეზიდენტს უგზა

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

23 იანვარი, 2021 , 10:50

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-13 ბატალიონის მეორე

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

22 იანვარი, 2021 , 21:19

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრე

რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი, 2021 , 15:40

დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტი რეგლამენტის თანახმად, იმსჯელებს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა, არშეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ შემოტანილი ოპოზიციიდან განცხადებები, – ამის შესახებ

შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით - მამუკა მდინარაძე

22 იანვარი, 2021 , 15:40

შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მე მგონია, ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით