უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2018 12:40
font-size

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მარტის განმავლობაში მივიღებთ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მომდევნო ათი დღის განმავლობაში პრემიერს შეხვდება.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ზოიძის თქმით, ეს მარტში მოხდება.

„გარკვეული კონტურები გამოიკვეთა იმ საკამათო თემებზე, რაც ეხება ზღვარსა და საკითხს პატიმრობის გაუქმების შემთხვევაში, ალტერნატიული სასჯელის რა მექანიზმები უნდა იყოს იმისთვის, რომ ნარკომოხმარება არ წახალისდეს. პოზიციები იმაზეც შეჯერდა, რა თანხები დასჭირდება ახალ სერვისებს. ველოდებით, რომ უახლოესი ათი დღის განმავლობაში პრემიერთან შეხვედრა გაიმართოს, რის შემდეგაც შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან შედგება, მათ შორის სასულიერო პირებთან. შემდეგ საკითხზე იურიდიულ კომიტეტში ვიმსჯელებთ. პირველი მოსმენით კი, ცვლილებებს მარტის განმავლობაში მივიღებთ“, -უთხრა ზოიძემ პირველ არხს.

ზოიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქცია „კონსერვატორები“ არ ეთანხმება ნარკომოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას და მხოლოდ შესაბამისი მომსახურების განვითარებაზე თანხმდება.

„პოზიციები პრემიერთან შეჯერდება. ჩვენი ლიდერი პრემიერია და უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია პრემიერთან შეჯერებას ნიშნავს. ეს შეხვედრა ყველა მონაწილე მხარესთან იქნება. აღნიშნული თემა ისეთია, სადაც საზოგადოების ნაწილი რეფორმის მოწინააღმდეგედ ისე დარჩება, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა. თუმცა, მათ აზრი მაშინ შეიცვალეს, როცა ორი-სამი წლის შემდეგ შედეგები მიიღეს. გასაგებია, რომ ამ კონკრეტულ ცვლილებას „კონსერვატორების“ მხარდაჭერა არ ექნება, რადგან მათი აზრით, ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი უნდა შეიცვალოს და მხოლოდ სერვისების განვითარება უნდა მოხდეს.

„კონსერვატორები“ ნარკომოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას არ ეთანხმებიან. პოზიცია არსებობს, რაზეც შევჯერდებით და რაზეც აზრთა სხვადასხვაობა იქნება. ან თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება, ან ყველაფერი ისე მოხდება, როგორც პრემიერი და უმრავლესობა გადაწყვეტენ“, – განაცხადა ზოიძემ.

აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა ჯანდაცვის კომიტეტმა და მხარი დაუჭირა.

ანა მებურიშვილი

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი