უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 მაისი, 2016 12:00
font-size

ნარკოპოლიტიკის თემაზე საჯარო დებატები გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისში მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე: „ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა“. დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ სახალხო დამცველის ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელი გიორგი ლაბაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების ქსელის“ წარმომადგენელი კახაბერ კვაშილავა. დებატებს მოდერაცია გაუწია სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

როგორც მედიანიუსს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, დებატებზე წარმოდგენილი იქნა როგორც ნარკოშემოწმების მიზნით პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების დაკავების სტატისტიკა, ასევე განიხილეს კანონმდებლობის ხარვეზები და სასამართლო პრაქტიკა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014-2015 წლებში მარტო ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა დაახლოებით 80%-ს ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 85% დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით. ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციას ცალსახად არ ემხრობა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო პრაქტიკაც მიმოიხილა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ნარკოტიკების მოხმარება დასჯადი ქმედებაა. ასევე, დააფიქსირა სამინისტროს მიდგომები კანონის ლიბერალიზაციის კუთხით და წარმოადგინა შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება, რომელიც ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საფუძვლებს დეტალურად განმარტავს. არასამთავრობო ორგანიზაციის „ზიანის შემცირების ქსელის“ წარმომადგენელმა 2015 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება მიმოიხილა და ხაზი გაუსვა კანონის ლიბერალიზაციის აუცილებლობას, რათა მოსამართლეებს ობიექტური მართლმსაჯულების აღსრულების საშუალება მიეცეთ. კახაბერ კვაშილავამ ასევე წარმოადგინა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2014-2015 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, რომელმაც გამოიწვია სხეულის მძიმე დაზიანება, არცერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალოვანი სტრუქტურები დანაშაულის მიზეზებზე საუბრისას ხშირად სწორედ ნარკოტიკული თრობის ზემოქმედების ზიანზე საუბრობენ.

საჯარო დებატებს ესწრებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯომარე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელმაც არსებული სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილა და ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ რიგ შემთხვევებში, მკაცრი კანონის გამო მოსამართლეებს ლიბერალური სასჯელის შეფარდების საშუალება არ ეძლევათ. საჯარო დებატები კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელშიც მოთხრობილია პირადი ისტორია და ასახავს პოლიციის მიერ განხორციელებულ ზეწოლას.

სახალხო დამცველის საჯარო დებატები ყოველი თვის პოლო პარასკევს აქტუალურ თემებზე იმართება. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის მიერ „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II“.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი