უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 მარტი, 2018 16:00
font-size

ნარკოტიკს ჩაგიდებთ, ან რამეს მოვიფიქრებთ, რომ შენ დაგსაჯოთ იმისათვის, რომ პოლიცია არ გიყვარს - დიჯეი ლაშა კაცია პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

დიჯეი ლაშა კაციამ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლები სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი განმარტებით, პოლიციელებმა ის ქუჩაში გააჩერეს და პირადობა შეუმოწმეს.

კაციას თხოვნაზე, რომ პოლიციელებს თავისი ვინაობა დაესახელებინათ, სამართალდამცველებმა არ უპასუხეს.

პოლიციელთა გაღიზიანებამ გამოიწვია იმან, რომ კაციამ მათ მანქანას ფოტოებს უღებდა. კაციას თქმით, მათ ძალით ჩატენეს ავტომობილში და განყოფილებაში წაიყვანეს.

დიჯეის თქმით, სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდნენ.

„ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების მომენტშიც მოხდა და მათ შორის, მანქანაში. გაჩერებულები ვიყავით, სადაც თეთრი ფერის შკოდის მანქანა მოვიდა, ჩავთვალე, რომ მათზე უფრო ზემდგომი პიროვნება მოვიდა ამ დროს, რომელიც ჩაჯდა ასევე, ჩვენს მანქანაში, სადაც მეც ვიმყოფებოდი უკვე ბორკილებდადებული. ამ კაცის მოსვლის დროს, უშუალოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, თუმცა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდნენ. უშვერი სიტყვებით მაგინებდნენ, რომ მე პოლიციას ვაყენებდი შეურაცხყოფას. შეურაცხყოფად ჩამეთვალა, რომ ჩემი მობილური ტელეფონის ამოღება და ამ ყველაფრის დაფიქსირება მათთვის იყო შეურაცხმყოფელი.

მეუბნებოდნენ იმას, რომ როცა სასამართლოზე წარვდგებოდი, უნდა მეღიარებინა, რომ მათ შეურაცხყოფა მივაყენე, რომ ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და სასამართლოზე უნდა მეღიარებინა ეს ყველაფერი. შემდგომ ისინი ლმობიერებას გამოიჩენდნენ და იტყოდნენ, რომ ეს ამ ბიჭის პირველი შემთხვევაა და მოდით, შენიშვნით შემოვიფარგლოთო. თუ ამას არ ვიზამდი, იყო საუბარი, რომ მაინც რაღაცას მოგიძებნით, ნარკოტიკს ჩაგიდებთ, ან რამეს მოვიფიქრებთ, რომ შენ დაგსაჯოთ იმისათვის, რომ შენ პოლიცია არ გიყვარს“,-უთხრა კაციამ „რუსთავი 2“-ს.

შემთხვევა გუშინ მოხდა, დღეს კი კაციას სახლში შსს-ის წარმომადგენლები მივიდნენ და სავარაუდოდ, პირველად სახლში გამოჰკითხავენ. უწყებამ შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო.

„მოქალაქე ლაშა კაციას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. კაციას პირველადი გამოკითხვა გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დღეს დილით მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მოკვლევის ფარგლებში ის ასევე დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. პარალელურად მთავარმა პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით“, - განაცხადეს შსს-ში.

კაცია თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

საკვანძო სიტყვები:

დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა

13 ივლისი, 2020 , 13:16

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შე

ქუთაისის აეროპორტიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება

13 ივლისი, 2020 , 12:29

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების&ldqu

კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია - მარინა ეზუგბაია

13 ივლისი, 2020 , 11:33

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია. მისივე თქმით, მათ კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

13 ივლისი, 2020 , 10:50

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სვეტიცხო

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 ივლისი, 2020 , 10:23

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 995-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნდა. ამ ეტაპზე არ შეცვლილა გამოჯანმრ

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება

13 ივლისი, 2020 , 09:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. განათლების სამინისტროს ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე