უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
არქივი
საზოგადოება


ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის რიგი უფლებების ჩამორთმევა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული
ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის რიგი უფლებების ჩამორთმევა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული - მათ უფლებები ავტომატურად აღარ შეეზღუდებათ.
აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს.
ცვლილებები – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფო ქაცარავა არიან.
„ცვლილებების საფუძველია ის, რომ კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო უფლებების ბლანკეტურად ჩამორთმევა გაუმართლებლად რთულ და მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. შესაბამისად, აღნიშნული კანონით დამოუკიდებლად, ავტომატურ რეჟიმში უფლებების ჩამორთმევა ერთი მხრივ, მსჯავრდებულის უფლებებს ლახავს, მეორე მხრივ კი, მოსამართლესაც უზღუდავს სასჯელის ინდივიდუალიზების და მისი სამართლიანი ზომის განსაზღვრის შესაძლებლობებს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების მიხედვით, სასამართლოს უფლება ექნება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლამდე ვადით შემდეგი უფლებამოსილებიდან ჩამოართვას ერთ-ერთი ან რამდენიმე – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საკვანძო სიტყვები:

ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:26

„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:18

დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
3 მარტი, 2021 , 17:25

გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
3 მარტი, 2021 , 17:00
საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
3 მარტი, 2021 , 16:00
„სად არის ვაქცინა“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი გაიმართა
3 მარტი, 2021 , 15:12